თევზის ხარჩო - უგემრიელესი გადაწყვეტილება Fish mengrelian Kharcho #ხარჩო

24.12.2022 02:14

ხარჩო ( თევზის) #ხარჩო 📺 მომზადების ვიდეო ნახეთ ლინკზე ⤵️    • თევზის ხარჩო - უგემრიელესი გადაწყვეტი...   მომზადება თევზი გავასუფთავოთ, გავრეცხოთ , დავჭრათ, დავამარილოთ და ამოვავლოთ ფქვილში. შევწვათ ზეთში. ცალკე მოვშუშოთ ზეთში ხახვი, ნიორი, დავამატოთ 1ჩ.კ. ტომატ პასტა, წითელი აჯიკა, რომლის რეცეპტიც აქაა ⤵️    • წითელი აჯიკა ( მეგრული) #აჯიკა #ajika  , თუ აჯიკა არ გაქვთ , დაამატეთ დაფქული წით. წიწაკა, დაფქული ქინძი, უცხო სუნელი, ყვით. ყვავილი და მარილი გემოვნებით. შემდეგ დავასხათ წყალი, დავამატოთ გატარებული ნიგოზი და წამოვადუღოთ . ჩავალაგოთ შემწვარი თევზის ნაჭრები და ვადუღოთ 5 წთ. თევზის ხარჩო მზადაა. უგემრიელესია, განსაკუთრებით გემრიელია ღომთან. თევზის ხსნილის დროს საუკეთესო იდეაა ოჯახისთვის და სტუმრებისთვის. შინაურული Shinauruli

გაზიარება: