სამართალდამცველებმა ქურდობის ფაქტი გახსნეს


შინაგან საქმეთა სამინისტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სამართალდამცველებმა ქურდობის ფაქტი გახსნეს. საქმე ეხება ახალციხეში მომხდარ დანაშაულს, სადაც ბინისა და ავტომობილების ქურდობისთვის ერთი პირი დააკავეს. მან 20 აგვისტოს ერთ-ერთი ბინა გაქურდა, რამდენიმე დღეში კი ასევე ახალციხეში ადგილობრივი მცხოვრების ავტომობილიდან ფული მოიპარა. მოგვიანებით გაქურდა კიდევ ერთი მანქანა. დაკავებისას მან პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია და სანადირო თოფიდან ჰაერში რამდენიმე გასროლა განახორციელა. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ დაკავებულს აღკვეთი ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne...
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან