პოლიციამ ქარელში ქურდობის ფაქტი აღკვეთა - დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქარელის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქურდობის მცდელობის ბრალდებით, 2 პირი - 1998 წელს დაბადებული მ.ხ. და 1994 წელს დაბადებული ა.ა. დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ქარელში, სარკინიგზო მაგისტრალზე, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ფარულად დაეუფლნენ რელსის დასამაგრებელ 23 საკლემე ჭანჭიკს და შემთხვევის ადგილიდან მიმალვას ცდილობდნენ, რა დროსაც ისინი პოლიციამ დააკავა. სამართალდამცველებმა მოპარული ჭანჭიკები შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს. ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. ბრალდებულებმა, ასევე, აღიარეს, რომ მიმდინარე წლის იანვრის თვეში იმავე მაგისტრალზე ფარულად დაეუფლნენ 48 საკლემე ჭანჭიკს, რომლებიც პოლიციამ, მ.ხ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. Facebook : https://www.facebook.com/MIAofGeorgia/ Twitter : https://twitter.com/MIAofGeorgia Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1560804
შინაგან საქმეთა სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
პოლიციის ფაილები - გამოძალვა
პოლიციის ფაილები - ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა...
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ამოღებულია კილო-ნახე...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 ნარკორეალიზატორი დაა...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძალვის ბრალდებით ო...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში მომხდარი...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტით ნარკოტიკები...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს'' წე...
მსგავსი ვიდეოები
პოლიციამ ქვემო ქართლში მსხვილფეხა პირუტყვის ქურდობის ფაქტები...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
პოლიციამ ქარელში ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 1 კვირაში ქურდობის ბრალდები...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შსს-მ ქარელში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
პოლიციამ ქვემო ქართლში გამოძალვის ბრალდებით 1 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრო
პოლიციამ ქვემო ქართლში 2 კილომდე ჰეროინი ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტრო
ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
პოლიციამ ქვემო ქართლში ქურდული სამყაროს წევრობისა და გამოძალ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო