პოლიციამ ქარელში ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

22.10.2020 00:22

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქარელის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში მრავალჯერ, მათ შორის ყაჩაღობისთვის, ქურდობისა და ქურდული სამყაროს წევრობისთვის ნასამართლევი, 1957 წელს დაბადებული მ.ჟ., ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, ცხელ კვალზე, ქარელში დააკავეს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, თანამზრახველებთან ერთად, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელი ლეთეთის მიმდებარე ტერიტორიაზე გამავალ საავტომობილო გზაზე, ყაჩაღურად თავს დაესხა 1983 წელს დაბადებულ ზ.ა.-ს, რომელსაც ბასრი იარაღის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ყაჩაღურად გასტაცა მისი კუთვნილი, "ტოიოტა ლენდკრუიზერის" მარკის ავტომობილი. სამართალდამცველებმა გატაცებული ავტომობილი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელი ოსიაურის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. საქმეზე გრძელდება კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს. Facebook : https://www.facebook.com/MIAofGeorgia/ Twitter : https://twitter.com/MIAofGeorgia Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1560804

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

პოლიციამ ქვემო ქართლში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 2 პირი
00:38

პოლიციამ ქვემო ქართლში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა - დაკ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 20 პირი დააკავა, მათ შორის - 5 ნარკორეალიზატორი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 20 პირი დააკ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

პოლიციამ ქარელში ქურდობის ფაქტი აღკვეთა - დაკავებულია 2 პირი
00:38

პოლიციამ ქარელში ქურდობის ფაქტი აღკვეთა - დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-მ ქარელში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
00:54

შსს-მ ქარელში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

პოლიციამ ქვემო ქართლში გამოძალვის ბრალდებით 1 პირი დააკავა

პოლიციამ ქვემო ქართლში გამოძალვის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

პოლიციამ ქვემო ქართლში 2 კილომდე ჰეროინი ამოიღო

პოლიციამ ქვემო ქართლში 2 კილომდე ჰეროინი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია 3 პირი
00:21

ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

პოლიციამ ქვემო ქართლში ქურდული სამყაროს წევრობისა და გამოძალვის ბრალდებით 1 პირი დააკავა
01:17

პოლიციამ ქვემო ქართლში ქურდული სამყაროს წევრობისა და გამოძალ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ყველა ვიდეო