პოლიციამ ქვემო ქართლში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 2 პირი

25.10.2020 00:38

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქვემო ქართლში 23 ოქტომბერს მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნეს. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებულია 2 პირი: 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.ი. და 1992 წელს დაბადებული ი.კ. დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ბედიანის ხეობის მიმდებარედ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეისში მცხოვრები ცოლ-ქმრის, ჩინეთის მოქალაქის - პ.ქ.-ის და ავსტრალიის მოქალაქის - ჯ.ფ.-ის სახლში მოტყუებით, უკანონოდ შეაღწიეს. ლ.ი.-მ და ი.კ.-მ ცოლ-ქმარს და მათ ორ შვილს ხელ-ფეხი შეუკრეს, რის შემდეგაც ცეცხლსასროლი და ცივი იარაღით სიცოცხლის მოსპობის მუქარით, უკანონოდ დაეუფლნენ სახლში არსებულ 16100 ლარს, ლეპტოპს, მობილურ ტელეფონებს და შემთხვევის ადგილიდან ჯ.ფ.-ის კუთვნილი ავტომობილით მიიმალნენ. სამართალდამცველებმა გატაცებული ავტომობილი მომხდარიდან მალევე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მიტოვებული იპოვეს. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ბრალდებულების მიერ ყაჩაღობის გზით დაუფლებული თანხის ნაწილი, ლეპტოპი და მობილური ტელეფონი. ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს. Facebook : https://www.facebook.com/MIAofGeorgia/ Twitter : https://twitter.com/MIAofGeorgia Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1560804

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვემო ქართლში მომხდარი კიდევ ერთი გახმაურებული მკვლელობა გახსნა
00:51

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვემო ქართლში მომხდარი კიდევ ერთ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 1 კვირაში ქურდობის ბრალდებით 12 პირი დააკავა
00:37

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 1 კვირაში ქურდობის ბრალდები...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

პოლიციამ ქვემო ქართლში გამოძალვის ბრალდებით 1 პირი დააკავა

პოლიციამ ქვემო ქართლში გამოძალვის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

პოლიციამ ქვემო ქართლში 2 კილომდე ჰეროინი ამოიღო

პოლიციამ ქვემო ქართლში 2 კილომდე ჰეროინი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია 3 პირი
00:21

ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

პოლიციამ ქვემო ქართლში ქურდული სამყაროს წევრობისა და გამოძალვის ბრალდებით 1 პირი დააკავა
01:17

პოლიციამ ქვემო ქართლში ქურდული სამყაროს წევრობისა და გამოძალ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

პოლიციამ ქვემო ქართლში თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით 4 პირი დააკავა
00:26

პოლიციამ ქვემო ქართლში თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

პოლიციამ ქვემო ქართლში 1 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი
00:38

პოლიციამ ქვემო ქართლში 1 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება ამო...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ყველა ვიდეო