ქურდობის ფაქტი წალენჯიხაში

26.12.2020 00:30

წალენჯიხაში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაქურდეს. საქმეზე პოლიციამ 38 წლის მამაკაცი დააკავა. ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 დეკემბერს, წალენჯიხაში, სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ფული მოიპარა და მიიმალა. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს მოპარული თანხის ნაწილი და სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ფულის კუპიურების ქისა. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: