პოლიციამ თბილისში მომხდარი მოპედის ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მე-2 განყოფილების თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული ბ.ჭ., ქურდობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, მაქსიმ გორკის ქუჩაზე, ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილი მოპედი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბ.ჭ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულის მიერ მოპარული და გადამალული მოპედი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული დანაშაულს აღიარებს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილ ქურდობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. Facebook : https://www.facebook.com/MIAofGeorgia/ Twitter : https://twitter.com/MIAofGeorgia Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1560804
შინაგან საქმეთა სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
პოლიციის ფაილები - გამოძალვა
პოლიციის ფაილები - ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა...
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ამოღებულია კილო-ნახე...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 ნარკორეალიზატორი დაა...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძალვის ბრალდებით ო...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში მომხდარი...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტით ნარკოტიკები...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს'' წე...
მსგავსი ვიდეოები
პოლიციამ თბილისში მომხდარი მოპედის ქურდობის ფაქტი გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტრო
პოლიციამ თბილისში მომხდარი ჯგუფური ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
პოლიციამ თბილისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტრო
პოლიციამ თბილისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
პოლიციამ თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახს...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
პოლიციამ თბილისში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა -...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
პოლიციამ თბილისში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა -...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
პოლიციამ თბილისში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტი გახსნა - დაკავებ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო