მედიის ინფორმაციით, „თალიბანმა“ ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტი, ჰამიდ ყარზაი და ეროვნული შერიგების საბჭოს თავმჯდომარე, აბდულა აბდულა შინა პატიმრობაში მოათავსეს. მათ დაცვას კი ჩამოართვეს იარაღი და ავტომობილები.
პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ „თალიბანმა“ თურქეთს ქაბულის აეროპორტის მართვაში ტექნიკური დახმარებისთვის მიმართა. თურქეთის ხელისუფლების ინფორმაციით, თალიბები აგვისტოს ბოლოსთვის თურქი სამხედროების გაყვანასაც ითხოვენ. ქაბულის აეროპორტის მართვასთან დაკავშირებით, „თალიბანთან“ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაშინ, როდესაც ჯარების გაყვანის მზადების პროცესი დასრულებულია.
დამატებით, ტერორისტული თავდასხმის მაღალი რისკის გამო, ავსტრალია, აშშ და დიდი ბრიტანეთი საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებენ, რომ თავი შეიკავონ ქაბულის აეროპორტში მისვლისგან, ხოლო ვინც უკვე აეროპორტის მახლობლად იმყოფება, მოუწოდებენ, სასწრაფოდ დატოვონ მიმდებარე ტერიტორია. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმას ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო“ გეგმავს.
ქაბულის აეროპორტიდან ევაკუაციის პროცესი 14 აგვისტოს შემდეგ მიმდინარეობს და საევაკუაციო პროცესის დასრულების ვადა 31 აგვისტოს იწურება.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.