ვითარება ავღანეთში

11.08.2021 04:09

ავღანეთიდან საერთაშორისო მისიების სრულად გასვლამდე რამდენიმე კვირით ადრე, ქვეყანაში სიტუაცია მწვავდება. 

ექსტრემისტულმა მოძრაობა „თალიბანმა“ ქვეყნის კიდევ 3 მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავა. ბრძოლა მიმდინარეობს ქაბულისთვისაც, რომელიც ამერიკული დაზვერვის ინფორმაციით, შესაძლოა უახლოეს 3 თვეში დაეცეს. ამჟამად, ქვეყნის 34 პროვინციიდან, ცხრა თალიბანის კონტროლს ექვემდებარება. გამწვავებული ვითარების ფონზე, პრეზიდენტი აშრამ განი მაზარი-შარიფში ჩავიდა, რომელიც თალიბანის ერთ-ერთი მომდევნო და უმნიშვნელოვანესი სამიზნეა. პარალელურად ავღანეთის ხელისუფლებასა და თალიბანის წარმომადგენლებს შორის, 3-დღიანი მოლაპარაკებების რაუნდი ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარეობს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
GM Sunshine