ვითარება ავღანეთში


ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს. ნატო-ს ოფიციალური პირების ინფორმაციით, 15 აგვისტოს შემდეგ ქვეყნიდან 18 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. მათ შორის 7 ათასზე მეტი აშშ-მა, 2 ათასზე მეტი კი გაერთიანებულმა სამეფომ გაიყვანა. ქაბულის აეროპორტში კი ვითარება კვლავ ქაოტურია. ჯებირს მიღმა მყოფი ავღანელები, ტერიტორიაზე შეღწევას ცდილობენ. „თალიბებმა“ კი, იმ პირების კარდაკარ ძებნა და იდენტიფიცირების პროცესი დაიწყეს, ვინც საერთაშორისო მისიის წევრებთან თანამშრომლობდა. მათ შორის მედიის წარმომადგენლებიც არიან.

გერმანული „დოიჩე ველეს“ ცნობით, „თალიბებმა“, ადგილობრივი კორესპონდენტის ოჯახის ერთი წევრი მოკლეს, მეორე კი მძიმედ დაჭრეს. თავად კორესპონდენტი ახლა გერმანიაში იმყოფება, თუმცა საფრთხის ქვეშ რჩებიან მისი ნათესავები, სწორედ ამიტომ, „დოიჩე ველეს“ ხელმძღვანელობა თხოვნით მიმართავს გერმანიის ხელისუფლებას, დაეხმაროს მათ ქვეყნის დატოვებაში. ასევე „ამნისთი ინთერნეიშენალის“ ცნობით, „თალიბებმა“ ღაზნის პროვინციაში კონტროლის მოპოვების შემდეგ, სასტიკად აწამეს და მოკლეს რამდენიმე ადგილობრივი ჰაზარის ეთნიკური უმცირესობიდან.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან