ვითარება ავღანეთში
ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. თეთრი სახლის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში 11 ათასამდე ამერიკელი რჩება. მათ შორის კონტრაქტორები და დიპლომატები. ღამის განმავლობაში, ვაშინგტონმა ქვეყნიდან 1000-ზე მეტი ამერიკელი გაიყვანა. ქაბულიდან ასევე მიმდინარეობს იმ ავღანელების ევაკუაცია, რომლებიც გასული 20 წლის განმავლობაში საერთაშორისო მისიის წარმომადგენლებს დახმარებას უწევდნენ. პენტაგონის თქმით, საევაკუაციო თვითმფრინავი ქაბულიდან საათში ერთხელ გაფრინდება და ყოველდღიურად 9 ათასამდე ადამიანს გაიყვანენ. მანამდე კი 22 ათასამდე ავღანელ ლტოლვილს ამერიკულ სამხედრო ბაზებზე შეიფარებენ. 20 000-მდე ლტოლვილის მიღებაზე თანხმობა განაცხადა გაერთიანებულმა სამეფომაც, რომელიც წელიწადში 5 000-მდე პირს მიიღებს. საკუთარი მოქალაქეებისა და ავღანელების ევაკუაციის თაობაზე „თალიბანთან“ მოლაპარაკების გამართვას გეგმავს ევროკავშირიც. ჯოზეფ ბორელის განმარტებით, ეს არ გულისხმობს „თალიბანის“ აღიარებას. ამჟამად პრიორიტეტს ქვეყანაში დარჩენილი ევროპელებისა და საფრთხის წინაშე მყოფი ავღანური ოჯახების ევაკუაციაა. მიუხედავად იმისა, რომ „თალიბანის“ წარმომადგენელმა პირველ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შურისძიება არ იქნება და ყველას შეიწყალებენ, რადიკალური ისლამისტური მოძრაობის მიზნების მიმართ, მაინც სკეპტიკურად არიან განწყობილი როგორც გაერო-ში, ასევე საერთაშორისო საზოგადოების წევრები. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ვითარება ავღანეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება ავღანეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება ავღანეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება ავღანეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება ავღანეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება ავღანეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება ავღანეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება ავღანეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster