საქართველო ტალინის კინოფესტივალის ფოკუს ქვეყანაა
2015 წელს ტალინის ბნელი ღამეების მე-19 კინოფესტივალის საპატიო სტუმარი ქვეყანა საქართველოა. 13-29 ნოემბერს, ესტონეთი ქვეყნის ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო კინოფესტივალს მასპინძლობს, რომელმაც გასულ წელს A კლასის ფესტივალის სტატუსი მოიპოვა. ღონისძიების გახსნას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და მინისტრის მოადგილე კახი კანდელაკი ესწრებოდნენ. ფესტივალის გახსნის ცერემონია ტალინის საკონცერტო დარბაზში - „ნორდეა“ შედგა, სადაც კინომუსიკის პროგრამით კონცერტი გამართა საქართველოს ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით. ფესტივალი კოტე მიქაბერიძის უხმო ფილმმა „ჩემი ბებია“ გახსნა - ჩვენება მუსიკალურად გაფორმა ნიკოლოზ რაჭველის მიერ სპეციალურად შექმნილმა ნაწარმოებმა, რომელიც საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ცოცხალი შესრულებით გაჟღერდა. ამავე დღეს, კინოფესტივალის ფარგლებში, საქართველოს თეატრის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის ორგანიზებით მოეწყო ძველი ქართული ფილმების კინოაფიშების გამოფენაც. ფესტივალის მთავარ კონკურსში მონაწილეობს ვანო ბურდულის ფილმი „გაყინული შადრევნების წელიწადი’’ - სწორედ ტალინში შედგება ფილმის მსოფლიო პრემიერა. გარდა ამისა, ფესტივალის ფოკუსში მოქცეულია, როგორც ბოლო წლების წარმატებული ქართული ნამუშევრები, ასევე ქართული კინოკლასიკა. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
მიხეილ გიორგაძის ოფიციალური ვიზიტი ესტონეთში
culturegovge culturegovge
Movement EDU x ფლანგვის დეტექტორი / Waste Detector
რამაზაშვილი დავითი (საქართველო) \u0026 რუდინზკი (უნგრეთი)
რამაზაშვილების საგვარეულო კავშირი
ოთარ მაღრაძის საიუბილეო კონცერტი
culturegovge culturegovge
გიული ჩოხელის საიუბილეო საღამო
culturegovge culturegovge
ენგურჰესის ტურისტული ზონის პროექტის პრეზენტაცია
culturegovge culturegovge
ენგურჰესის კაშხალზე ტურისტული ზონა - მსოფლიო დონის ატრაქცია...
culturegovge culturegovge
თორღვა - გათენების პირის სადარი / Torgva -gatenebis piris sa...
საქართველო