28 მარტს, თბილისის ივენთჰოლში გაიმართა გიული ჩოხელის საიუბილეო საღამო და გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გიული ჩოხელს სამინისტროს სპეციალური ჯილდო \"ხელოვნების ქურუმი\" გადასცა.
საიუბილეო ღონისძიების მხარდამჭერია თბილისის მერიის კულტურული ღონისძიების ცენტრი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და საქართველოს კულტურის პალატა.
გიული ჩოხელი გახლდათ პირველი ქართველი ჯაზის მომღერალი,რომელმაც შესრულების თამამი და დახვეწილი მანერით, გასული საუკუნის 50–60–იან წლებში ერთგვარი გადატრიალება მოახდინა საბჭოთა კავშირის ე.წ. კომერციულ მუსიკალურ სამყაროში. იგი დიდი პოპულარობით სარგებლობდა არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ჯაზურ კომპოზიციებთან ერთად გიული ჩოხელი პირველი შემსრულებელია არა ერთ ქართველ და უცხოელ კომპოზიტორთა სიმღერისა.
გიული ჩოხელს სოლო პროგრამით ბევრი საგასტროლო ტურნე აქვს გამართული ყოფილი საბჭოთა კავშირისა და ევროპის ქალაქებში.სხვადასხვა დროს იგი თანამშრომლობდა ცნობილ მუსიკოსებთან და ორკესტრებთან.1953 წლიდან გიული ჩოხელი საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტია. 1963 წელს მან თავის მეუღლესთან,ცნობილ ჯაზ–პიანისტთან და კომპოზიტორთან ბორის რიჩკოვთან ერთად ფილარმონიაში ჩამოაყალიბა ბიგბენდი “ჩანგი“, სადაც მიწვეულნი იყვნენ ცნობილი უცხოელი ჯაზის მუსიკოსები.
განსაკუთრებული აღიარება მომღერალს მოუტანა სოპოტის სიმღერის საერთაშორისო ფესტივალმა 1967 წელს,სადაც მსოფლიოს 55 ქვეყნის წარმომადგენელთა შორის იგი გახდა „გრან–პრის“ მფლობელი და გიული ჩოხელი ევროპის საუკეთესო მომღერალთა ხუთეულში შეიყვანეს. ამავე წელს გიული ჩოხელი მიწვეულ იქნა ტალინის ჯაზ–ფესტივალზე, სადაც მოიპოვა ლაურეატის წოდება.
http://www.culture.gov.ge/
http://www.facebook.com/culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
/ culturegovge
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045