ენგურჰესის კაშხალზე ტურისტული ზონა - მსოფლიო დონის ატრაქცია მოეწყობა
07/24/2017
culturegovge culturegovge-ის
მიერ
ენგურის ჰიდროელექტროსაგურის კაშხალზე ტურისტული ზონა - მსოფლიო დონის ატრაქცია მოეწყობა.
კონცეფციის მიხედვით, ენგურჰესი ქვეყნის პირველი ინდუსტრიული ძეგლი იქნება, სადაც სამუზეუმო-საინფორმაციო სივრცე და ვიზიტორთათვის ისეთი ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა, როგორიცაა გადასახედი მოედნები, საბაგირო გზა, სამეცნიერო და აღმოჩენათა ცენტრი, ღია საკონცერტო სივრცე, სანაოსნო ინფრასტრუქტურა, ექსტრემალური ატრაქციები, ასევე საგამოფენო და საინსტალაციო სივრცეები.
ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის ტურისტულად აქტიურ ზონად გადაქცევის კონცეფცია ერთობლივად შეიმუშავეს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, ენერგეტიკის სამინიტრომ, ენერგეტიკის განვითარების ფონდმა და ესტონელმა კონსულტანტებმა.კონცეფციის ფარგლებში, შპს „ენგურის ტურისტულმა ცენტრმა“ ივლისში ზონის პროექტირებაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა, რომელზეც სახელმწიფოს მხრიდან 2,040,000 ლარია გამოყოფილი. პროექტირების ეტაპს 1 წელი დასჭირდება. მისი დასრულების შემდეგ კი, თაღოვანი კაშხლის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყება. პროექტის სრულად განხორციელების ვადა 5 წელიწადს მოიცავს.
ტურისტული ზონის სამშენებლო-ინფრასტრუქტურული მოწყობის პროცესის მიმდინარეობისას, ადგილზე მუდმივად იქნება დასაქმებული 200-მდე ადამიანი. ინფრასტრუქტურული მოწყობის შემდგომ, დამატებით 80-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნება.
წინასწარი გათვლებით, ენგურის ტურისტული ზონა რეგიონში ყველაზე შემოსავლიანი ტურისტული ობიექტი იქნება, რომელიც წელიწადში სავარაუდოდ 400 ათასამდე ტურისტს მოემსახურება. ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოების საინვესტიციო მოცულობა დაახლოებით 50 მილიონ ლარს შეადგენს, რომლის მოსაძიებლად საქართველოს მთავრობას პოტენციურ ინვესტორებთან მოლაპარაკებების პროცესი უკვე დაწყებული აქვს.
პროექტის ინიციატორი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოა. პროექტზე მომუშავე ესტონური კომპანია ერთ-ერთი ლიდერია თანამედროვე და ინოვაციური სამუზეუმო კონცეფციების შემუშავებაში. მათი ხელმძღვანელობით ესტონეთის არაერთი ინდუსტრიული ღირშესანიშნაობა გადაიქცა კულტურული მემკვიდრეობის გამორჩეულ ნიმუშად, რომელთაგან აღსანიშნავია, ტალინის საზღვაო მუზეუმი, რომლის განხორციელებისათვის პროექტი 2012 წლის „ევროპა ნოსტრას“ მედლით არის დაჯილდოვებული.
ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგური უნიკალური ტექნიკური და საინჟინრო ნაგებობების ურთულესი კომპლექსია, რომელიც დაბა ჯვარიდან შავ ზღვამდე, ათასამდე კვადრატულ კილომეტრზეა გადაჭიმული. ჰიდროელექტროსადგურის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია კაშხალი, რომლის საერთო სიმაღლე 271.5 მეტრი, ხოლო განივი სიგრძე 728 მეტრია. ცის თაღის ფორმის კაშხალი, მისი სიმაღლით, მეორე ადგილზეა მსოფლიოში თაღოვან კაშხლებს შორის.
ენგურჰესის თაღოვან კაშხალს საქართველოს მთავრობის დადგენილებით ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი 2015 წლის 4 სექტემბერს მიენიჭა.
http://culture.gov.ge