ენგურჰესით შეგვიძლია ომში გახლეჩილი ურთიერთობები საერთო ინტერესებისთვის თანამშრომლობისკენ შევცვალოთ
07/19/2017
Radio Atinati-ის
მიერ
ენგურჰესის თაღოვან კაშხალზე ტურისტული ზონის პროექტის კონცეფციას პრემიერ-მინისტრი დაესწრო. მისი შეფასებით, ენგურჰესი, როგორც მსოფლიო დონის აბსტრაქცია, საქართველოს სავიზიტო ბარათად იქცევა. მან ყურადღება ინფასტრუქტურული პროექტის აფხაზეთისთვის მნიშვნელობაზე გაამახვილა. გიორგი კვირიკაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მთავრობის პოზიციას, რომლის თანახმადაც ჰესზე გამომუშავებული ენერგიით აფხაზეთის მოსახლეობა უნდა მარაგდებოდდეს.
„მინდა, დავადასტურო სიყვარული და პატივისცემა ჩვენი აფხაზი ძმებისა და დების მიმართ. გვინდა, გავუწდოთ მეგობრობის ხელი. 25 წელია, ჩაკეტილ წრეზე დავდივართ და მინდა, დასრულდეს ეს მძიმე მემკვდრეობა. არ უნდა დავუტოვოთ მომავალ თაობებს. ენგურჰესი არის ნიმუში ომში გახლეჩილი ურთიერთობების საერთო ინტერესების ირგვლილ თანამშრომლოისთვის. უნდა დავძლიოთ შიში და სტერეიტიპები, რადგან ეს ხელს უშლის შერიგებას. ახალი ტურისტული ცენტრი გახდება ჩვენი შვილების შეხვედრის ადგილი და მათ მივცემთ შანსს, თავად გააკეთონ დასკვნები. მჯერა, დადგება დრო, როცა ქართველებსა და აფხაზებს საერთო მიზანი - შვილების ბედნიერი ცხოვრება და გაბრწყინებული საერთო სამშობლო გვექნება. ჩვენი მომავალი შვენ შორის ძმობის ისტორიაზე უნდა დავაშენოთ“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
რაც შეეხება უშუალო ტურისტულ კომპლექსს, კვირიკაშვილის თქმით, მას მხოლოდ ერთი ერთი ანალოგი აქვს კალიფორნიაში ჰუვერის ჰიდრო ელექტრო სადგურის სახით.
„უნდა მოვუაროთ და შევუნარჩუნოთ ინდუსტრიული მემკვიდრეობა და ღირსშესანიშნაობად ვქციოთ იგი. ეს არის სამეგრელო-ზემო სვანეთთის უმნიშვნელოვანეს საგზაო არტერიაზე და აქედან გამომდინარე, რეგიონული მნიშვნელობის ტურისტული ცენტრი“, - განმარტა პრემიერმა.
პროექტის კონცეფციის პრეზენტაციას საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძეც დაესწრნენ. მათი თქმით, ენგურჰესი უნიკალური საინჟინრო ნაგებობაა, რომელიც ტურისტებს მოიზიდავს.
„აქ სხვადასხვა სივრცე და მრავაფეროვანი ტურისტული ინფრასტურქტურა მოეწყობა. ეს იქნება რეგიონში ყველაზე შემოსავლიანი ობიექტი“, - აღნიშნა გიორგაძე.
ტურისტული ზონის პროეტქის კონცეფციის პრეზენტაციაზე ადგილობრივი ხელისფლების წარმომადგენლები და ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი კახა კალაძეც იმყოფებოდნენ. კალაძის განმარტებით, პროექტი სამეგრელოსა და სვანეთის მოსახლეობისთვის დამატებით სამუშაო ადგილებსაც შექმნის.კონცეფციის მიხედვით, ენგურჰესის კაშხლის ტურისტული ინფრასტრუქტურა გადასახედ მოედნებს, საბაგირო გზას, სამეცნიერო ცენტრს, ღია საკონცერტო სივრცეს, სანაოსნო ინფრასტრუქტურას, მაღალ ლიფტსა და ექსტრემალური კომპონენტების შემცველ რამდენიმე ატრაქციას მოიცავს.სამუშაოებში 200-მდე ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდება. სამშენებლო სამუშაოების საინვესტიციო მოცულობა დაახლოებით 50 მილიონ ლარს შეადგენს, რომლის მოსაძიებლად, პოტენციურ ინვესტორებთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. ტურისტული ზონის პროექტირება, რომლისთვისაც 2 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო, ერთ წელიწადს გაგრძელდება. სამუშაოები კი, პრემიერი თქმით, ხუთი წლის ვადაში უნდა დასრულდეს.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/