ენგურჰესი ჩერდება

18.01.2021 01:52

საქართველოს უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგური ჩერდება. 20 იანვრიდან იწყება ენგურჰესის სარეაბილიტაციო სარემონტო სამუშაოები. ეკონომიკის მინისტრმა საკითხი ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის, სახელმწიფო უწყებებისა და ენგურჰესის სარეაბილიტაციო სარემონტო პროექტის განმახორციელებელი კომპანიების წარმომადგენლებთან განიხილა. პროექტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი სადერივაციო გვირაბის რემონტია. გვირაბის დასაცლელად და სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად ჰიდროელექტროსადგური სრულად უნდა გაჩერდეს. სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციის შედეგად, წელიწადში დამატებით 100-120 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის გამომუშავება უნდა მოხდეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: