„სისხლის სამართლის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები
06/26/2023
ცხოველის წამების ან მისდამი სასტიკი მოპყრობის გამო, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მკაცრდება. შესაბამისი ცვლილებები „სისხლის სამართლის კოდექსში“ შედის, რომლის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება. კანონპროექტის მიხედვით, ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დასახიჩრება გამოიწვია, დაისჯება ჯარიმით, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით - ასოციდან ორას ორმოც საათამდე, შინაპატიმრობით - ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით ორ წლამდე.
ცვლილებებით კონკრეტდება, რომ თუ იგივე ქმედება ჩადენილი იქნება ჯგუფურად, საჯაროდ, არაერთგზის, არასრულწლოვნის თანდასწრებით ან ორი, ან მეტი ცხოველის მიმართ, ეს დაისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით - ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით - ერთიდან სამ წლამდე. კანონპროექტის ინიციატორები უმრავლესობის წევრები არიან.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.