კუბდარი | შეფი ლევან კობიაშვილი
ნამდვილ სვანურ, ტრადიციულ კუბდარს გიზიარებთ. გამოგვყევი: instagram: https://www.instagram.com/chef.cave... facebook: https://www.facebook.com/chef.cave... tiktok: https://www.tiktok.com/@chefcave facebook group: https://www.facebook.com/groups/chefc... #რეცეპტი #კუბდარი #სვანური #შეფქეივი #შეფლევანი --------------------------------------------------------------- მომზადების წესი: • ფქვილი 1კგ • წყალი 400მგ • მარილი 1სუფრის კოზვი • შეგიძლიათ ხაში ან სველი საფუარი გამოიყენოთ- 15გ • საქონლის ხორცი (რეკომენდირებულია რბილი ხორცი)-1კგ • სალა 300 • ხახვი 100 • ნიორი 3კბილი • უცხო სუნელი 2გ (1 ჩაის კოვზი) • სვანური მარილი 2გ (1 ჩაის კოვზი) • ყვითელი ყვავილი 2გ (1 ჩაის კოვზი) • ქინძი ხმელი 2გ (1 ჩაის კოვზი) • ცერეცოს მარცვლები 2გ (1 ჩაის კოვზი) • კვლიავი (მთის ძირა) 1გ • დაღერღილი წიწაკა 2გ (1 ჩაის კოვზი) მოიმარაგე ყველა ინგრედიენტი? მაშინ დავიწყოთ! დღეს ჩვენ კლასიკურ, სვანურ კუბდარს ვამზადებთ, აი ისეთს, ხვალ რომ ყველა თქვენი მომზადების უნარებზე ისაუბრებს! 1. ხაშის მომზადება საფუარს ვურევთ თბილ წყალში და ვუმატებთ შაქარსა და მარილს; კარგად ამოფუების შემდეგ, ვუმატებთ ფქვილს, და მოვზელთ ცომს; მოზელილი ცომი დავტოვოთ სითბოში და დავასვენოთ ამოსასვლელად. 2. ხორცი ხორცი დავკეპოთ სალასთან ერთად; ამასთან ერთად დავკეპოთ ხახვი, ნიორი, დავამატოთ სუნელები, შევურიოთ ეს ყველაფერი ერთმანეთში და აქვე, დროა გადაამოწმოთ ცომი, რადგან სავარუდოდ, მზადაა, ხომ ასეა? 3. გადავიდეთ შეხვევის ნაწილზე, დაგვჭირდება 400გ ცომი და 300გ ხორცის მასა. ზოგადად, ტრადიციულ კუბდარს სქელი ცომი ჭირდება და სასურველია ეს გავითვალისწინოთ. თუ ხორცი დაკეპილია, ხინკლის პრინციპით ჩავდოთ გულსართი, მივცეთ სასურველი ფორმა და შევდოთ ღუმელში 250 გრადუსზე 10-15 წუთის განმავლობაში. სულ ესაა! ჰო და, ჩვენც გაგვიზიარე შენი ხელოვნების ნიმუში, გვინდა შენით ვიამაყოთ !
მსგავსი ვიდეოები
ფეტვიანი ხაჭაპურის მომზადება | სვანური სამზარეულო
შუადღე GDS / shuadge GDS
VLOG | ვლოგი: მოგზაურობა სვანეთში, კოშკები, მესტია, ჰეშკილის...
Vera's Stories | Vlogs
ჰეშკილის ქოხები - სვანეთი საქართველო | ჰეშკილური ამბები - ვლ...
TRAVEL With Us
Traveler Chanel - Traveling in Lechkhumi, Qulbaqi, rachkha,...
ApAchi Traveler
კუბდარი...Kubdar...Кубдар
nick food tv
კუბდარი kubdari
Irina Cuisine ირინას სამზარეულო
კუბდარი - შეფ ლევან კობიაშვილი (შეფ ქეივი)
Europroduct
Delicious Georgian traditional dish Kubdar ქართული ტრადიციულ...
Kikna Vlog