ქართული სიმღერა გარმონზე - მერი ჯიხოშვილი / Georgian Song with English Lyrics on Accordion

16.12.2020 03:04

თუშეთისა და თუშების ერთერთი სიამაყე მათი ემოციური და ძლიერი ლექსები და სიმღერებია. ულამაზესი ქართული სიმღერა შესრულებული გარმონზე მერი ჯიხოშვილის მიერ. სიმღერის ლექსის ავტორი ადამ (ალვანელი) ბობღიაშვილი (სრული ლექსი მოცემულია ქვემოთ) Ethnic folk Song from the region Tusheti, Georgia. Georgian Song played on an accordion by Meri Jikhoshvili. Lyrics from a poem by Adam Bobghiashvili English Lyrics at the bottom. Ჩვენი სიმღერბის არხის მთავარი მიზანია რომ ქართული მუსიკები, ქართული სიმღერები მოექცეს ერთ სივრცეში და ლამაზად შეკრული, მიეწოდოს საზოგადოებას. Ამ არხზე იხილავთ ახალ და ძირითადად უცნობ, ნიჭიერ ადამიანებს რომელთა სიმღერებიც ყოველთვის ახლოს მოვა თქვენს გულებთან. Თუ გსურთ რომ მიიღოთ შეტყობინებები ახალი სიმღერების დადებისთანავე, ისიამოვნოთ ექსკლუზიური კონტენტით და წაეხმაროთ ამ პროექტს, შემოგვიერთდით და გამოიწერეთ ჩვენი არხი. :) მთის სიმღერებისა და მუსიკების ფლეილისტი:    • მთის სიმღერები და მუსიკები   მივიწყებული თუშური მუსიკა "წიფლოვანა" გარმონზე:    • თუშური მუსიკა "წიფლოვანა" - გია ლაგაზ...   ანსამბლი "წოვათა":    • ანსამბლი "წოვათა" / სიმღერა - "ნანალო...   გარმონზე სიმღერა ადამ ბობღიაშვილის ლექსის მიხედვით:    • თუშური სიმღერა გარმონზე / Georgian So...   დაგვალაიქეთ ფეისბუქზე: https://www.facebook.com/ThisIsTushet... "With narrow trails, I came from the valleys, Across the Samruli waters, Now I hurry uphill, gazing towards the forests with hungry eyes. Steep hills, tell me a story. If I survive ibex trails, cover me with Tusheti's night, lay beneath me, dewy grass. Here was a tower, ringing. A man leaning on a firearm stock with fire eyes, In the dark night, there was a song Of horseshoes hanging on a rock. Mountain range at my feet, Heart is filled with great pride. Silky valleys, covered in dew, is kissed by soft winds. " ვიწრო ბილიკით მოველ ბარიდან, გადმოვიარე სამრულის წყალი, ახლა აღმართზე მივიჩქარი და გასდევს ხეობებს მშიერი თვალი. მოდის ბღავილი საჯიხვე მთიდან, ქედებს ახურავთ მწვანე საბანი, ჯანღი მოცურავს ბამბაზე წმინდა დილის ცრემლივით გადანაბანი. და ჭიუხები ფეხებთან ყრიან, გული ზვიადი განცდით მევსება, ახავერდებულს მიდამოს ცვრიანს ნიავი კოცნით ეალერსება. გაღმა ნანგრევად მოჩანს ეთელტა, - ნასოფლარს ხავსი ჰკიდია თმებად წარსულ დიდებას აქეთ ვეძებ და თვალი ქვიშიან ხევებზე წვება - ფრიალოებო, მიამბეთ რამე ჯიხვთა ბილიკებს თუ გადავურჩი ნაბდად დამხურეთ თუშეთის ღამე ქვეშ დამიფინეთ ცვრიანი ქუჩი. მთამ ჯანღი ფიქრად გადამაყოლა ჯანღი ნაბარევ ბიჭებს დაუვლის, ამ ხეობიდან თურმე ჯოყოლას გადაჰკიოდა გაფრინდაული. იწვა მიდამო ცრემლად დამდნარი, ნატყვიარ სოფელს სისხლი სდიოდა, იწვა ხევებზე მკაცრი ზამთარი და ვარსკვლავები ციდან ცვიოდა. აქ იდგა კოშკი ყრუდ მოგუგუნე, კონდახზე ენთო ვაჟკაცს თვალები, ახმიანებდა ღამეს უკუნეთს კლდეზე დაკრული ცხენის ნალები. აქ იყო-მეთქი, ჭირით სნეული აკლდამაში რომ თვითონ წვებოდა, ცოცხლად აჩრდილად გადაქცეული ძვლების გროვაში ტანჯვით კვდებოდა. ბედს დასცინოდა შთენილი მარტოდ, ოხვრა ეკიდა ნოტიო თაღებს… მოჩანს კლდეებში აკლდამა ფართო და მდუმარე კარს დუმილით ვაღებ. აი, შევდივარ წელში მოდრეკით, ძვირფას სახსოვარს სიპზე ვალაგებ, ვინ იცის, სად არ მოუკლავს ლეკი ამ დაობებულ თითის ფალანგებს. სად ჩაწვა გული, როგორც აბედი, სად დაელეწა ხმალი შავტარა, - ვინ ჩამოთვალოს, დუხჭირი ბედი დაგლეჯილ თექამ საით აქარა. - ტყვიაზე მძიმე ბურანი გაწევთ, ნაგერალებო გარდასულ დროთა, შხამით დაყურსულ ღამეებს ათევთ და საუკუნო ძილშიაც შფოთავთ. ო, განისვენეთ, მარად მდუმარი მიწის კედელი გეხუროთ შავად, მე აქ მოვსულვარ, როგორც სტუმარი, მემკვიდრეობის მოსაკითხავად. თქვენ საუკუნეს სისხლითა სწერდით, მაინც გინდოდათ მზეზე დარჩენა, - რა მიანდერძეთ? - ათასი ღმერთი, ნაქოხარი და ლეკის მარჯვენა. უკან წაიღეთ, ვიხსნი მხრებიდან ცოდვებს, დღემდე რო წვალებით ვზიდე, ლექსით გადავხან თქვენი გზები და ამქუხარებულ გულს დავეჭიდე. გულს დავეჭიდე, რა ვუყოთ მერე, თქვენს ნასისხლარში თუ მიდგა ძირი, ცხოვრებას ხანჯლით აღარა სწერენ, აღარც დაღესტანს თარეშობს გმირი. თქვენ გადახვედით, მზიური დრო კი ძარღვში მქუხარე სისხლად ჩადგება და ნატყვიარით წაშლილი კოშკი ამ დროში ვიღას გამოადგება. ფარის ნალეწი კლდეებზე დარჩა, აღარც ხატიდან ისმის ღრეობა, ჩემი ეპოქა გადაშლის ფარჩად თექაზე ნარჩევ მემკვიდრეობას. აწონილი მაქვს მყობადი სისხლით, გრიგალს ფეხდაფეხ გავედევნები, თუ მოითხოვა სამშობლომ სისხლი, არც მის გაღებას დავერიდები. ეს გულიც, ქვეყნის თანაზიარი, გაჰკივის დღეებს არჩეულ გზიდან... ფერდებზე მოჩანს ქუჩი ცვრიანი, ხევში - ნამქერი ბამბაზე წმინდა. ფარტენა ჯანღებს ნიავი სინჯავს, თან მინანქარის ნატეხს ადარებს, ალაზანს დასცქერს სპეროზა დინჯად და მოხუც მტკვართან ამბავს აბარებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

თუშური სიმღერა გარმონზე / Georgian Song with English Lyrics on Accordion
02:50

თუშური სიმღერა გარმონზე / Georgian Song with English Lyrics...

ჩვენი ქართული სიმღერები / Our Georgian Songs

Georgian Songs Compilation (Panduri, Accordion)  ქართული სიმღერების ნაკრები (გარმონი, ფანდური)
28:30

Georgian Songs Compilation (Panduri, Accordion) ქართული სიმ...

ჩვენი ქართული სიმღერები / Our Georgian Songs

ლია უშარაული - ქართული სიმღერა გარმონზე \"რამდენი ხანია ეს მთვარე ამოდის\" /Georgian Song on Accordion
02:59

ლია უშარაული - ქართული სიმღერა გარმონზე "რამდენი ხანია ეს მთ...

ჩვენი ქართული სიმღერები / Our Georgian Songs

ლია უშარაული - იქ სადაც გაზაფხული ივლისში იწყება (სიმღერა გარმონზე) / Georgian Song on Accordion
02:55

ლია უშარაული - იქ სადაც გაზაფხული ივლისში იწყება (სიმღერა გა...

ჩვენი ქართული სიმღერები / Our Georgian Songs

ლია უშარაული - \"გეძებ გეძახი\" სიმღერა გარმონზე / Georgian Folk Song on Accordion with English Lyrics
01:52

ლია უშარაული - "გეძებ გეძახი" სიმღერა გარმონზე / Georgian Fo...

ჩვენი ქართული სიმღერები / Our Georgian Songs

ქართული სიმღერა ფანდურზე - ბებერო გადია - მღერის მზიკო ვარდოშვილი / Georgian Song on Fanduri
01:31

ქართული სიმღერა ფანდურზე - ბებერო გადია - მღერის მზიკო ვარდო...

ჩვენი ქართული სიმღერები / Our Georgian Songs

ქართული სიმღერა გიტარაზე - არავინ - ნინას / Georgian song on a guitar  Aravin - Ninas (\"For Nina\")

ქართული სიმღერა გიტარაზე - არავინ - ნინას / Georgian song on...

ჩვენი ქართული სიმღერები / Our Georgian Songs

ქართული სიმღერა ფანდურზე - \"ინათებს ჩემო\" / Georgian song with English Lyrics on a Panduri
02:38

ქართული სიმღერა ფანდურზე - "ინათებს ჩემო" / Georgian song wi...

ჩვენი ქართული სიმღერები / Our Georgian Songs

ყველა ვიდეო