"თავისუფალი დემოკრატები": ადგილობრივი უწყებები საარჩევნო პროცესში ზედმეტად ერევიან
"თავისუფალი დემოკრატების" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა სამართალდამცავი სტრუქტურებისა და ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან მოსალოდნელ საფრთხეებზე განცხადება საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მისი თქმით, სამხარეო პოლიცია და სამხარეო ადმინისტრაცია საარჩევნო პროცესებში მათთვის მიუღებელი ფორმით ერევა. დეპუტატობის კანდიდატი ამბობს, რომ მათ აქვთ ინფორმაცია, რომ ეს არ არის ცენტრალური ხელისუფლების ინსტრუქცია და ადგილობრივი სტრუქტურები თვითნებურად მოქმედებენ. "ნურავინ ისპეკულირებს იმით, რომ ამ ქალაქში არის მძიმე და ფეთქებადსაშიში ვითარება, ზუგდიდში ასეთი ვითარება არ არის. აქ თითოეულ ადამიანს ესმის, თუ რა პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს ქვეყანაში და ისინი მზად არიან თავისუფალი არჩევანი გააკეთონ", - თქვა ჩიქოვანმა. ამასთან, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პრემიერ-მინისტრს და შს მინისტრს მიმართავს და მოუწოდებს, დაინტერესდნენ აღნიშნული საკითხით. სამხარეო ადმინისტრაციაში ოპოზიციური პარტიის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ საარჩევნო პროცესი აბსოლუტურად თავისუფალ გარემოში მიმდინარეობს. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
"თავისუფალი დემოკრატების" ყოფილი და მოქმედი წევრები ერთმანეთ...
Radio Atinati
ზუგდიდის მერიას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშ...
Radio Atinati
ოპოზიციური პარტიები ეკონომიკის სამინისტროსგან აუქციონის გაუქ...
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
"თავისუფალი დემოკრატები\
Erekle Tsotsanidze
თავისუფალი ტრიბუნა - "თავისუფალი დემოკრატები"
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
"თავისუფალი დემოკრატები"
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
"თავისუფალი დემოკრატები"
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თავისუფალი დემოკრატები
TV IMEDI