"თავისუფალი დემოკრატების" ყოფილი და მოქმედი წევრები ერთმანეთს ტყუილში ადანაშაულებენ
"თავისუფალი დემოკრატების" ხობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რამაზ ტყებუჩავა პარტიის ყოფილ თავმჯდომარეს ინგა ჩაგანავას არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, პარტია მხოლოდ ერთმა ადამიანმა დატოვა და ადგილობრივი ორგანიზაცია მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს. "ტყუილია ინფორმაცია, თითქოს "თავისუფალი დემოკრატები" 30 ადამიანმა დატოვა. ის, რაც "ქართულმა ოცნებამ" დადგა, იყო შოუ, ფარსი. თუ ვინ დატოვა პარტია, გარდა ერთი ადამიანისა, არცერთის ვინაობა არ დასახელებულა...ასევე, მინდა გითხრათ, რომ ჩაგინავა ბრიფინგის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე გათავისუფლებული იყო დაკავებული თანამდებობიდან ", - თქვა დეპუტატობის კანდიდატმა და ხობის ორგნიზაციის ახალმა ხელმძღვანელმა რამაზ ტყებუჩავამ. თავის მხრივ, ინგა ჩაგანავა აცხადებს, რომ პარტია 25-ზე მეტმა ადამიანმა ნამდვილად დატოვა და ამჟამინდელი მდგორმარეობა მისთვის უცნობია. "გასული წლის ნოემბერში დავინიშნე ორგანიზაციის ხელმძღვანელად. პარტიაში ხალხი გავაწევრიანე, ვმუშაობდით...სწორედ იმ ადამიანებმა დატოვეს პარტია, რომლებიც აქტიურობდნენ და მუშაობდნენ", - უთხრა რადიო "ათინათს" ინგა ჩაგანავამ. ცნობისთვის, პარტია "თავისუფალი დემოკრატების" ხობის რაიონული ორგანიზაციის უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ ინგა ჩაგანავამ 27 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მან გუნდის 30–მდე წევრთან ერთად პარტია დატოვა და "ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" შეუერთდა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
„თავისუფალი დემოკრატების“ ხობის ორგანიზაციის ყოფილი და ახლან...
odishitv
ირაკლი ალასანია
Oxygen of Democracy
სრულად /2030 (15.06.2016.)/
2030 Official
#არჩევნები2020 „თავისუფალი დემოკრატების“ განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
"თავისუფალი დემოკრატების" ბრალდებები მერაბ ქვარაიას
Radio Atinati
„ქართული ოცნებიდან“ გარიცხული დეპუტატი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
"თავისუფალი დემოკრატების"ყოფილი წევრები ამომრჩეველს "ქართული...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თავისუფალი დემოკრატების ყოფილი წევრების მოწოდება ამომრჩეველს
TV Pirveli