"თავისუფალი დემოკრატები": ადგილობრივი უწყებები საარჩევნო პროცესში ზედმეტად ერევიან
10/07/2016
Radio Atinati-ის
მიერ
\"თავისუფალი დემოკრატების\" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა სამართალდამცავი სტრუქტურებისა და ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან მოსალოდნელ საფრთხეებზე განცხადება საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
მისი თქმით, სამხარეო პოლიცია და სამხარეო ადმინისტრაცია საარჩევნო პროცესებში მათთვის მიუღებელი ფორმით ერევა. დეპუტატობის კანდიდატი ამბობს, რომ მათ აქვთ ინფორმაცია, რომ ეს არ არის ცენტრალური ხელისუფლების ინსტრუქცია და ადგილობრივი სტრუქტურები თვითნებურად მოქმედებენ.
\"ნურავინ ისპეკულირებს იმით, რომ ამ ქალაქში არის მძიმე და ფეთქებადსაშიში ვითარება, ზუგდიდში ასეთი ვითარება არ არის. აქ თითოეულ ადამიანს ესმის, თუ რა პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს ქვეყანაში და ისინი მზად არიან თავისუფალი არჩევანი გააკეთონ\", - თქვა ჩიქოვანმა.
ამასთან, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პრემიერ-მინისტრს და შს მინისტრს მიმართავს და მოუწოდებს, დაინტერესდნენ აღნიშნული საკითხით.
სამხარეო ადმინისტრაციაში ოპოზიციური პარტიის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ საარჩევნო პროცესი აბსოლუტურად თავისუფალ გარემოში მიმდინარეობს.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/