სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი გაეცნო
ძლიერმა ქარმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტი დააზარალა. სტიქიამ ქალაქ ჯვარში 5 მაღალსართულიან საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. დაზიანებულია 30 ზე მეტი კერძო საცხოვრებელი სახლის სახურავი, ადმინისტრაციულ ერთეულებში, მუჟავაში, ჭალეში, ჩქვალერში, ფოცხოეწერსა და ლიაში. ასევე, ძლიერმა ქარმა მოგლიჯა მრავალწლიანი ხეებიც და დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები. არსებულ ვითარებას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ადგილზე გაეცნო. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პრესსამსახურის ცნობით, ამ დროისთვის გზები დაზიანებული ხეებისგან მოსუფთავდა, წაქცეული ხეები იჭრება ეზოებსა და პარკებში. სტიქიის გამო წალენჯიხის მუნიციპალტეტში შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ხელმძღვანელობს. „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ზარალი, თუმცა აღდგენით სამუშაოებს ხვალ დილიდანვე დავიწყებთ, მანადე, დღესვე მოხდება დაზიანებული სახურავების დროებითი გადახურავა. სოფელ ჭალეში დაზიანებულია სკოლა, ვესაუბრეთ განათლების სამინისტროს და ხვალიდანვე დაიწყებენ დაზიანებული სახურავის რეაბილიტაციას. გვაქვს აქტიური კავშირი „ენერგო პრო ჯორჯიასთან“ და ყველა დაზაიანებულ ადგილებზე მათი ბრიგადები მუშაობენ, თავიდანვე გათიშული იყო 9 ათასამდე აბონენტი, თუმცა ამჟამად დარჩენილია 4 ათასი აბონენტი, რომელებსაც დღის ბოლომდე ელექტრომომარაგება აღუდგებათ. კომისია მივიდა ყველა დაზარალებულ სახლში, გადავიღეთ, დავითვალეთ ზარალი და კერძო სახლების შემთხვევაში სამშენებლო მასალით დავეხმარებით,“ - აღნიშნა საგანგებო შტაბის სხდომაზე გუბერნატორმა ლევან შონიამ. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
პრეზიდენტის რწმუნებულის...
odishitv
სტიქიის შედეგები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უამინდობის შედეგები სამეგრელოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სტიქიის მძიმე შედეგები სამეგრელოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ანაკლიასა და ერგეტაში სტიქიით მიყენებული ზარალის ანაზღაურება...
Radio Atinati
წყალდიდობა სამეგრელოში.
odishitv
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სტიქია გარდაბნის რაიონში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster