ანაკლიასა და ერგეტაში სტიქიით მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლები ძლიერმა წვიმამ დააზარალა. განსაკუთრებული ზიანი მიადგა სოფელ ერგეტის მოსახლეობას. ადგილობრივებმა რადიო „ათინათს“ უთხრეს, რომ მოვარდნილმა წყალმა მათი მოსავლის, მათ შორის, თხილის უდიდესი ნაწილი გაანადგურა, დაიხოცა ათეულობით შინაური ფრინველი. ისინი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. „ძალიან დიდი წყალი იყო, ასეთი სიტუაცია არ გვახსოვს. შეიძლება იმის ბრალიცაა, არხები რომ არ არის გაყვანილი. ზარალის რაოდენობას ვერ დაგისახელებთ, მაგრამ დახმარება გვჭირდება. არავინ მოსულა ჩვენთან“, - გვითხრეს ადგილობრივებმა. 50-ზე მეტი საკარმიდამო ნაკვეთები და სახნავ-სათესი სავარგულები დაიტბორა ანაკლიაში. სტიქიის გამო ტურისტების ნაწილმა სოფელი უკვე დატოვა. კვაშილევების ოჯახში გვითხრეს, რომ მას შემდეგ რაც მათი სახლი წყლით აივსო, მხოლოდ მათგან 12 დამსვენებელი წავიდა. „ჩვენი შემოსავლის ერთდაერთი წყაროა დამსვენებლები და ფაქტობრივად, დავრჩით ამის გარეშე. ვითხოვთ დახმარებას, რომ რამენაირად აგვინაზღაურდეს ეს ზარალი“, - გვითხრა ოჯახის დიასახლისმა მარინა სვანიძემ. გადაუღებელი წვიმის შედეგად, განსაკუთრებული პრობლემები შეექმნათ სასტუმრო „ოქროს საწმისის“ მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას. წაღებულია შინაური ფრინველი და მოსავალი, მოვარდნილმა წყალმა საოჯახო ტექნიკის ნაწილიც გააფუჭა. ზუგდიდის მერიში ამბობენ, რომ სპეციალური კომისია ზარალს დაითვლის და მუნიციპალიტეტი, ძირითადად, ინფრასტრუქტურული ნაწილის აღდგენაზე იმუშავებს, რათა შემდგომში მსგავსი პრობლემები არ განმეორდეს. რამდენიმე დღის წინ მოსულმა ძლიერმა წვიმამ სამეგრელოს მუნიციპალიტეტები დააზარალა. სტიქიამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა აბაშის, მარტვილისა და სენაკის მუნიციპალიტეტებს. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter: https://twitter.com/Atinati1059 Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
პრეზიდენტი იურმალაში
Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил
ინფრასტრუქტურული სამუშაოები ანაკლიასა და განმუხურში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრეზიდენტმა ანაკლიასა და განმუხურში შეჩერებული მშენებლობები...
Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил
პრეზიდენტმა ანაკლიასა და განმუხურში შეჩერებული მშენებლობები...
პოლიტიკური პორტალი
გიორგი გახარია ანაკლიასა და განმუხურში ტურისტული სეზონის სამ...
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
შტორმი ანაკლიასა და განმუხურში
სამეგრელო- ზემო სვანეთის მხარე
შტორმი ანაკლიასა და განმუხურში
სამეგრელო- ზემო სვანეთის მხარე
ინფრასტრუქტურული პროექტები ანაკლიასა და დარჩელში
სამეგრელო- ზემო სვანეთის მხარე