პრეზიდენტის რწმუნებულის...
პრეზიდენტის რწმუნებულის ადმინისტრაციაში საგანგებო თათბირი ჩატარდა. სამეგრელო-ზემო სვანეთში პრეზიდენტის რწმუნებულის ადმინისტრაციაში დღეს საგანგებო თათბირი სოფლის მეურნეობის მინისტრმა რეგიონის მუიციპალიტეტების გამგებლებთან გამართა,ზაზა გოროზიამ მოისმინა იმ ვითარების შესახებ რომელიც რეგიონშ სტიქიის შედეგად შეიქმნა,წყალდიდობის შედეგად დაზარალებული მუნიციპალიტეტების გამგებლებმა უახლოეს პერიოდში მოსაგვარებელ პრობლემებზე ისაუბრეს და მინისტრს გააცნეს ის პირველადი სამუშაოები რაც ადგილზე უკვე განხორციელდა.სამეგრელოს რეგიონში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს უკვე ორი დღეა ითვლიან. გადაუღებელმა წვიმამ და მოვარდნილმა ღვარცოფმა ზიანი წალენჯიხის, ზუგდიდის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და ხობის რაიონების სოფლების მოსახლეობას მიაყენა. 3 მდინარის ადიდების შედეგად დანგრეულია ხიდები და დაზიანებულია გზები. რეგიონში სპეციალური კომისიები შეიქმნა. რომელიც დაზიანებული სავარგულებისა და სახლების მდგომარეობას სწავლობს და განადგურებული ინფრასტრუქტურის მდგომარეობას. საგანგებო თათბირზე გამგებლები გაეცნენ იმ სამოქმედო გეგმას რომელიც დაზარალებულ სოფლებში სასწრაფოდ უნდა განხორციელდეს. http://www.odishi.ge/ http://www.facebook.com/odishitv/
მსგავსი ვიდეოები
ირაკლი შიოლაშვილი მოვალეობების შესრულებას შეუდგა
ტელეკომპანია თანამგზავრი
2013 01 24 - კურიერი
კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი
გუბერნატორმა ჰეიდარ ალიევის ხსოვნას პატივი მიაგო
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
სარეაბილიტაციო სამუშაოები ძველ ხიბულაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შოთა რეხვიაშვილმა რეგიონში საქართველოს პრეზიდენტს უმასპინძლა
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
შოთა რეხვიაშვილმა რეგიონში საქართველოს პრეზიდენტს უმასპინძლა
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
სამეგრელოში მარწყვის ფესტივალის ღონისძიებასთან დაკავშირებით...
odishitv
ქრონიკა 14:00 საათზე - 14 მარტი, 2022 წელი
TV IMEDI