მარტვილში მოსახლეობა ხეების ჭრას აპროტესტებს
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ვედიდკარში ადგილობრივები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი სოფლის ტერიტორიაზე არსებული ნაძვის ხეების მოჭრას აპროტესტებენ. მათი თქმით, ტერიტორიის მეპატრონემ, რომელიც ხეებს რეალიზაციის მიზნით ჭრის, საკუთრების უფლება უკანონოდ მოიპოვა.ინდ. მეწარმე გოჩა დანელია, რომელიც ხეების მოჭრის სამუშაოებს ახორციელებს, ამბობს, რომ ტერიტორიის მეპატრონეს, სატყეო სამსახურისგან ნაძვების მოჭრის უფლება მოპოვებული აქვს და ამის დამადასტურებელი დოკუმენტებიც გააჩნია. „მე მაქვს ამ ტერიტორიის მეპატრონისგან ყველანაირი ნებართვა. მან კი ამის უფლება შესაბამისი სამსახურებისგან მიიღო“, - თქვა გოჩა დანელიამ. პირველად აქ ხეების მოჭრა გასული წლის სექტემბრში დაიწყო, თუმცა ადგილობრივების პროტესტის შემდეგ მალევე შეწყდა. ამ დროისთვის სულ 14 ნაძვის ხეა მოჭრილი.მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა ამბობს, რომ საკითხს შესაბამისი სამსახურები შეისწავლიან. „მგონი ეს არ არის კერძო ტერიტორია, ამას ზუსტად გამოძიება დაადგენს, რამდენად ჰქონდათ უფლება აქ ხეები მოეჭრათ“, - აღნიშნა გრიგალავამ. როგორც რადიო „ათინათს“ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში განუცხადეს საკითხის მოკვლევა უკვე მიმდინარეობს. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati. . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
საინტერესო ფაქტები შობა-ახალ წელზე ★ ტოპ ფაქტები ★
ტოპ ფაქტები
ხმაური მარტვილში - მოსახლეობა გზის რეაბილიტაციის ტენდერის გა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკანონოდ ჩამორთმეული მიწები
info9 info99
"საიმედო ტური" სამეგრელოში მოგზაურობს
TV IMEDI
ხანძრის კერები საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხანძრის კერები საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხანძრის კერები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხანძრის კერები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster