კორონავირუსით კიდევ 83 ადამიანი გარდაიცვალა
შარშანდელი მძიმე სურათი მეორდება. საავადმყოფოების რეანიმაციებსა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში ადგილების დეფიციტია. სამედიცინო პერსონალი შესაძლებლობების ამოწურვის ზღვარზე მუშაობს. ჰოსპიტალიზირებულთა აბსოლუტური უმრავლესობა აუცრელია. ზოგიერთ კლინიკას კი არცერთი აცრილი პაციენტი არ ჰყავს. რაც ყველაზე საგანგაშოა - კორონავირუსის გამო ყოველდღე ქვეყანა საშუალოდ ოთხმოც ადამიანს კარგავს. პირველი ნოემბრიდან დღემდე, ანუ ბოლო ორ კვირაში, „კოვიდ-19“-ის გამო 1 051 ადამიანი გარდაიცვალა. ექიმები ამბობენ, რომ ქვეყანა ახლა აუცრელთა პანდემიას ებრძვის. ვაქცინაციის დაბალი ტემპის და ყველა შეზღუდვის მოხსნის ფონზე ინფექციის შემაკავებელი ერთადერთი საშუალება პირბადეა, რომელსაც მოსახლების ნახევარზე მეტი აღარ ატარებს. ეპიდემიოლოგებს იმედი აქვთ, რომ ინფექციის სწრაფ გავრცელებას პირველი დეკემბრიდან მწვანე საშვების ამოქმედება შეაჩერებს, თუმცა კოვიდ-გადატანილი მოქალაქეების მიმართ მწვანე პასპორტების სისტემას მედიკოსები ზედმეტად რბილად მიიჩნევენ და ხელისუფლებას გადაწყვეტილების გადახედვას სთხოვენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
COVID-19 - ვითარება რეგიონში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#COVID19 ვითარება ოკუპირებულ აფხაზეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლები საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კორონავირუსის ახალი სტატისტიკა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თუ ექიმი არ რეკავს - კოვიდის დისტანციური მართვის პრობლემები...
Radio Atinati
კორონავიუსით გარდაცვლილი ე.წ. თემქის კლასტერს მიეკუთვნებოდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კორონავირუსი - ეპიდემიოლოგიური ვითარება აჭარაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster