COVID-19 - ვითარება რეგიონში
ინფიცირების 736 ახალი შემთხვევა და გარდაცვალების 12 ფაქტი გამოვლინდა სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში. დაღუპულთა შორის არის 33 წლის მამაკაცი. ქვეყანას უკვე 24 645 ინფიცირებული ჰყავს. 11 ათასამდე პირი ჯერ კიდევ მკურნალობას გადის. სომხეთში ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 427 ადამიანი ემსხვერპლა. თურქეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 5 082-მდე გაიზარდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში 17 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში, ინფიცირების შემთხვევები 1372-ით გაიზარდა და საერთო ჯამში 195 883-ს მიაღწია. თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ვირუსისგან უკვე განიკურნა 170 ათასამდე ადამიანი. ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში კი ამ დროისთვის ათასამდე პაციენტი რჩება. გასული დღე-ღამის განმავლობაში 521 ახალი შემთხვევა გამოვლინდა აზერბაიჯანში. გარდაიცვალა ექვსი ადამიანი. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში სულ 15 890 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათ შორის 193 ლეტალური შედეგით. აზერბაიჯანის საავადმყოფოებში ამ დროისთვის 7 000-მდე კოვიდინფიცირებული მკურნალობს. რაც შეეხება რუსეთს, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში „კოვიდ-19“-ის 628 ათასამდე შემთხვევაა აღრიცხული, გამოჯანმრთელებული თითქმის 400 ათასი. ვირუსს 9 ათასზე მეტი პირი ემსხვერპლა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
COVID-19 - ვითარება რეგიონში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
COVID-19 - ვითარება რეგიონში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
COVID-19 - ვითარება რეგიონში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
COVID-19 - ეპიდემიოლოგიური ვითარება რეგიონში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
COVID 19 - ვითარება ოკუპირებულ ტერიტორიებზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
COVID-19 - ვითარება აჭარაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
COVID-19 - ვითარება ოკუპირებულ ტერიტორიებზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
COVID-19 - ვითარება მარნეულის საკარანტინო ზონაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster