COVID-19 - ვითარება რეგიონში

04.06.2020 01:14

ბოლო დღე-ღამეში სომხეთში, ახალი კორონავირუსი 697 ადამიანს დაუდგინდა. სულ გამოვლენილია ინფიცირების 11 221 შემთხვევა. გარდაცვლილია 170.

აზერბაიჯანში კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა მაჩვენებელი 78-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში აზერბაიჯანში კოვიდ-19-ის ხუთი ახალი  ფატალური შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულთა სრული რაოდენობა უკვე 6,260-ს შეადგენს. მათ შორის 3665 უკვე გამოჯანმრთელდა.

რუსეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 169 ადამიანი დაიღუპა და ვირუსის 8 831 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

საერთო ჯამში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 441 000 შემთხვევაა გამოვლენილი. დაღუპულია 5 381 ადამიანი.

ბოლო 24 საათის განმავლობაში თურქეთში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვი 34-ით გაიზარდა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4 431-ს,  ხოლო ინფიცირებულთა საერთო მაჩვენებელი 166 422-ს შეადგენს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Paliani