კახეთის გუბერნატორმა მდინარე ინწობზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა


კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი შიოლაშვილმა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისელში, მდინარე ინწობზე მიმდინარე ნაპირსამაგრი სამუშაოები დაათვალიერა და არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.
მდინარე წყალდიდობის დროს კალაპოტიდან გადმოდის და ათასობით ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო სავარგულს ტბორავს, რის გამოც სოფელ ენისელის მოსახლეობას სერიოზული ზიანი ადგება.
პროექტი, რომლის ღირებულება 700 000 ლარია, ნაპირსამაგრი სამუშაოების ფარგლებში, 450 მეტრიან ქვის გაბიონის მშენებლობას და მიწაყრილის მოწყობას გულისხმობს. ამჟამად უკვე სრულდება ხეობის გაწმენდითი სამუშაოები, რის შემდეგაც, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. რეაბილიტაციის დასრულება აგვისტოს თვეში იგეგმება. გაბიონის მშენებლობაზე 50- მდე ადგილობრივია დასაქმებული.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1mOBU78

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან