ინფრასტრუქტურული პროექტები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში

14.09.2020 02:52

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა, სამხარეო ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, თეთრიწყაროში უკვე დასრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა. საუკუნის პროექტი ხორციელდება სოფელ ჯორჯიაშვილსა და ბოგვში, სადაც მოსახლეობის წყალმომარაგებით უზრუნველყოფის მიმართულბით მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს - შედეგად, უახლოეს პერიოდში, ორი სოფლის 1500 - მდე ბენეფიციარი 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მიერაა დაფინანსებული და მისი ღირებულება 2 466 323 ლარს შეადგენს, რომლის ფარგლებში უკვე მოეწყო ცენტრალური მაგისტრალი და შიდა ქსელები, ასევე მრიცხველები, ამ ეტაპზე მიმდინარეობს წყლის დრენაჟის, საქაჩი საქლორატორო ნაგებობების და რეზერვუარის სამშენებლო სამუშაოები. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია მთავრობის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, მასშტაბურ სამშენებლო სამუშაოებს ახორციელდებს დაბა მანგლისში. პროექტის მიხედვით შენდება 34 150 გრძივი მეტრის მკვებავი და ეწყობა 48 273 გრძივი მეტრი გაზსადენის ქსელი. რის შედეგადაც 1 558 აბონენტს საშუალება მიეცემა ისარგებლოს ბუნებრივი აირით. სამუშაოების ღირებულება 11 მილიონ 500 ათას ლარს შეადგენს. ახალ სასწავლო წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ენაგეთისა და საღრაშენის საჯარო სკოლის მოსწავლეები განახლებულ გარემო დაიწყებენ სწავლას. სკოლები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოეწყო და სრულადაა ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის. პროექტის ფარგლებში შენობებში მოეწყო საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და კეთილმოეწყო ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდება გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები. სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერაა დაფინანსებული და მათი სახელშეკრულებო ღირებულება 2 102 194 ლარს შეადგენს. ასევე სამინისტროს დაფინანსებით სკოლები შენდება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარასა და ჩხიკვთაში. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, პროექტების მონიტორინგის ფარგლებში მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიმართულებით მიმდინარე სამუშაოებსაც გაეცნენ, რომლის ფარგლებში სოფლებში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. #ქვემოქართლი2020 #თეთრიწყარო2020 #ინფრასტრუქტურა2020 #სახელმწიფორწმუნებული2020 #შოთარეხვიაშვილი

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ინფრასტრუქტურული პროექტები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში
01:07

ინფრასტრუქტურული პროექტები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

ინფრასტრუქტურული პროექტები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში
00:57

ინფრასტრუქტურული პროექტები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი

2019 წელს რეგიონში ნახევარი მილიარდი ლარის პროექტებია დაგეგმილი
02:52

2019 წელს რეგიონში ნახევარი მილიარდი ლარის პროექტებია დაგეგმ...

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

2019 წელს ქვემო ქართლის რეგიონში ნახევარი მილიარდი ლარის პროექტებია დაგეგმილი
01:05

2019 წელს ქვემო ქართლის რეგიონში ნახევარი მილიარდი ლარის პრო...

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

2019 წელს რეგიონში ნახევარი მილიარდი ლარის პროექტებია დაგეგმილი
00:49

2019 წელს რეგიონში ნახევარი მილიარდი ლარის პროექტებია დაგეგმ...

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

მოსახლეობასთან შეხვედრა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში
01:22

მოსახლეობასთან შეხვედრა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

გუბერნატორი თეთრიწყაროში ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო
01:02

გუბერნატორი თეთრიწყაროში ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

გუბერნატორი თეთრიწყაროში ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო
00:48

გუბერნატორი თეთრიწყაროში ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

ყველა ვიდეო