პროდუქტების პაკეტი მარნეულში მცხოვრები დევნილებისთვის

04/14/2020
Municipality of Marneuli-ის მიერ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებმა მარნეულში, ადგილობრივ ხელისუფლებას, მუნიციპალიტეტში მცხოვრები 70 წელს გადაცილებულ დევნილებს, რომლებიც განსაკუთრებული რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან, სასურსათო პროდუქტი და სააღდგომო ნობათი გადასცეს.

მოგახსენებთ, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილეს ანზორ მარგიანს, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ქეთევან ბაკარაძეს და ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრ ივანე დოლიძეს მარნეულის მუნიციპალიტეტის შესასვლელთან, მარნეულის მერი, ზაურ დარგალი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი, თამაზ ნავერიანი და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დახვდნენ.

აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სასურსათო აქციის ფარგლებში ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი 300-მდე ბენეფიციარი მიიღებს დახმარებას.





https://www.facebook.com/marneuli.gov...

ვიდეოები „Municipality of Marneuli"-ისგან