დუშეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 500 სოციალურად შეჭირვებულ ოჯახს სასურსათო პაკეტი გადაეცა

28.04.2020 01:46

დუშეთის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების პარალელურად, სოციალური აქტივობები პერმანენტულად გრძელდება. ამჯერად, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ დეველოპერული კომპანია „რედკოს“ თანადგომით, სასურსათო პაკეტი მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 500 უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახს გადასცა. სურსათის გადაცემის პროცესში, თვითმმართველობის და კერძო ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად აქტიურად ჩაერთნენ: მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი და მერის პირველი მოადგილე ბესიკ ბიჩნიგაური. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობას საკვები პროდუქტები ბინაზე მიუტანეს. დუშეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა მადლობას უხდის კომპანია „რედკოს“ მოქალაქეთათვის გაწეული დახმარებისა და თანამშრომლობისათვის. აღსანიშნავია, რომ მოქალაქეთა მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერის მიზნით, დუშეთის მუნიციპალიტეტში სოციალური აქტივობები რეგულარულად ხორციელდება. გასულ კვირას მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხით არამალფუჭებადი პროდუქტების პაკეტი გადაეცა 1000 უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახს, 1 თვის სასურსათო მარაგი დაურიგდა ქალაქ დუშეთის უფასო სასადილოს 125 ბენეფიციარს, სასურსათო პაკეტები გადაეცა შატილისა და არხოტის ხეობებში მცხოვრებ 50-მდე ოჯახსაც. #StopCov

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

არჭილოც გაცოცხლდა, საზღვრისპირა ხევსურეთის ბოლო სოფელი
11:57

არჭილოც გაცოცხლდა, საზღვრისპირა ხევსურეთის ბოლო სოფელი

GEORGIA NEWS - ახალი ამბები საქართველოდან

ახალი დაცული ლანდშაფტი დუშეთში
01:17

ახალი დაცული ლანდშაფტი დუშეთში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

დუშეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები
02:13

დუშეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოებ...

Dusheti Municipality

დუშეთის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლის სარდაფები დაიტბორა
01:56

დუშეთის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლის სარდაფები დაიტბო...

POS TV

დუშეთის მუნიციპალიტეტში სამასი არგველის ხსოვნის დღე აღინიშნა
06:06

დუშეთის მუნიციპალიტეტში სამასი არგველის ხსოვნის დღე აღინიშნა

tekla bekauri

დუშეთის მუნიციპალიტეტში ზურაბ იარაჯულის სახელობის მწვერვალზე მემორიალური დაფა განათავსდა
01:12

დუშეთის მუნიციპალიტეტში ზურაბ იარაჯულის სახელობის მწვერვალზე...

თავდაცვის სამინისტრო

დუშეთის მუნიციპალიტეტში, 300 არაგველის ხსენების დღე აღინიშნა
04:10

დუშეთის მუნიციპალიტეტში, 300 არაგველის ხსენების დღე აღინიშნა

Dusheti Municipality

აქცია დუშეთის მუნიციპალიტეტში

აქცია დუშეთის მუნიციპალიტეტში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო