ახალი კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი

01.10.2020 04:18

ნახტომისებური მატება ბოლო 24 საათში. კორონავირუსით ინფიცირებულთა დღევანდელი მაჩვენებელი 500-ს მიუახლოვდა. 448 ახალი შემთხვევებიდან აჭარას ახლა უკვე მხოლოდ ნახევარი უკავშირდება, შესაბამისად საყურადღებო ხდება სხვა ზონები. კერძოდ იმერეთი, სადაც 96, ანუ გუშინდელთან შედარებით თითქმის სამჯერ მეტი ახალი ინფიცირებულია გამოვლენილი და თბილისი, სადაც დაავადებულთა რაოდენობამ მკვეთრად მოიმატა და დღეს 62-ს მიაღწია. ეპიდემიოლოგების პროგნოზი ჯერ მაინც ოპტიმისტურია, თუმცა ცალკეულ ზონებში სახლში დარჩენის მოწოდებები ისევ აქტიურდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო