ქვეყნის ეპიდვითარება უკიდურესად მძიმდება / ევროპა - ეპიდემიის მეორე ტალღის ეპიცენტრში #LIVE

15.10.2020

• კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი საქართველოში - 919 ახალი შემთხვევა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში; აჭარაში კოვიდინფექციით 41 წლის ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა, რომელიც უსიმპტომო იყო და კოვიდ-სასტუმროში მკურნალობდა; ინფიცირების რეკორდული რიცხვი დაფიქსირდა თბილისში; კოვიდინფიცირებულთა მართვაში კერძო სადაზღვევო კომპანიები ერთვებიან • ევროპა ეპიდემიის მეორე ტალღის ეპიცენტრშია - კონტინენტზე ბოლო ათი დღის განმავლობაში ერთი მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა; საფრანგეთში ხვალიდან საგანგებო მდგომარეობა ცხადდება, საღამოს 9 საათის შემდეგ კი კომენდანტის საათი იმოქმედებს; რეგულაციებს ამკაცრებენ გერმანია, იტალია, პოლონეთი და ჩეხეთი; ვითარება რეგიონის ქვეყნებშიც კრიტიკულია • დავით გარეჯის წინამძღვრის დეტალური ჩვენება პროკურატურას - არქიმანდრიტი ილარიონი 2006-2007 წლებში საზღვრებთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას არასწორად მიიჩნევს; სინოდის წევრთა ნაწილის პოზიციისგან განსხვავდება საპატრიარქოს დღევანდელი განცხადებაც; ბრალდებულ ილიჩოვას ადვოკატი საქმის ახალ მასალებს გაეცნო, სადაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ზურაბ ნოღაიდელი ვრცელ ჩვენებაში 2005 წლის უშიშროების სხდომის დეტალებზე საუბრობს და აცხადებს, რომ სხდომის შემდეგ, რომელსაც სააკაშვილი ესწრებოდა, აზერბაიჯანს ოფიციალური წერილი გაეგზავნა • ფართომასშტაბიანი ომის მე-18 დღეს მთიან ყარაბაღში ვითარება უცვლელი რჩება - ამ დრომდე ირღვევა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი და იზრდება მსხვერპლის რაოდენობა; საბრძოლო მოქმედებების შესაწყვეტად მხარეები კვლავ საკუთარ პირობებს აყენებენ ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: