#მოამბე 21 საათზე, 13 ივლისი, 2021 #LIVE

13.07.2021

• ლექსო ლაშქარავა უკანასკნელ გზაზე დაწეული კამერებითა და ტაშით გააცილეს - ქვეყნის სხვადასხვა ქალაქი მედია საშუალებების მიერ ორგანიზებულმა სოლიდარობის მდუმარე აქციებმა მოიცვა; მედია მოძალადეთა დასჯას ითხოვს

• ოპოზიციის ნაწილი მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას ითხოვს - „ლელო საქართველოსთვის“ კონსულტაციებს იწყებს, რასაც მმართველი პარტია პოპულისტური გეგმებისთვის დამატებითი ასპარეზის გახსნად აფასებს

• საკანონმდებლო ორგანომ უნდა გადაწყვიტოს, ვინ და რა ვადით დაიკავებს ცესკო-ს თავმჯდომარის სავარძელს - კანდიდატების სია პარლამენტშია; მმართველი გუნდი შერჩევის პროცესს დადებითად აფასებს, ოპოზიცია კი შარლ მიშელის შეთანხმების დარღვევაზე საუბრობს

• ინფიცირების 2 000-მდე შემთხვევა, გადატვირთული ჰოსპიტალური სექტორი და სპეციალისტთა არასაიმედო პროგნოზები - ქვეყნის ეპიდვითარება დღითიდღე რთულდება. მიზეზად რეგულაციების დაუცველობა, იმუნიზაციის არასაკმარისი ტემპი და ხალხმრავალი შეკრებები სახელდება

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Mankanebi