მიხეილ სააკაშვილის უკრაინულ გამოცემა, „უკრაინსკაია პრავდასთვის“ გაგზავნილი წერილი
სალომე ზურაბიშვილი ამბობს სადღეგრძელოებს ოკუპაციასა და ევროპაზე, თუმცა ჩემთან, როგორც პუტინის პირად პატიმართან მიმართებაში, არ განსხვავდება რუსული პარტიული ხაზისგან, – ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინულ გამოცემა, „უკრაინსკაია პრავდასთვის“ გაგზავნილ წერილში წერს. სააკაშვილი პასუხობს სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც ამავე გამოცემას ინტერვიუ მისცა. ზურაბიშვილი ინტერვიუში აცხადებს: „მრავალ ადამიანს უთხოვია შეწყალება, თუმცა, მათ ვუხსნიდი, რომ შეწყალება არ არის გამოსავალი სწორედ ქართველი ხალხის გამო, რომელმაც სააკაშვილის რეჟიმის ცხრა წელი გამოიარა“. სააკაშვილი წერს, რომ მის დასაკავებლად პუტინმა პირადად მისცა დავალება ბიძინა ივანიშვილს და ორი მილიარდი დოლარი მისცა. პუტინმა ვერ მაპატია პირველი უკრაინული მაიდნის მხარდაჭერა 2004 წელს და ის, რომ მე არ შემოვუშვი მისი არმია თბილისში და დავიცავი საქართველოს სახელმწიფოებრიობა 2008 წელს. შემდეგ ომი დაიწყო და აღმოვჩნდი პუტინის პირადი პატიმარი. მომწამლეს, მაწამეს. მასამართლებენ თითიდან გამოწოვილი ბრალდებებით, - წერს ყოფილი პრეზიდენტი. ის მადლობა უხდის ზელენსკის მხარდაჭერისთვის. რაც შეეხება ზურაბიშვილს. ის გამოირჩევა პირფერობით და არასდროს აკეთებს იმას, რაც არ აწყობს ივანიშვილს, - წერს მიხეილ სააკაშვილი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1... გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
სააკაშვილ გვარამიას სკანდალური ჩანაწერი - იშოვეთ ბაევიკებ...
Georgian Press
უკრაინულ გამოცემაში გამოქვეყნებული ჩანაწერი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინულ გამოცემაში გამოქვეყნებული ჩანაწერი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სად ხედავს გიგა ბოკერია მიხეილ სააკაშვილის მომავალს: უკრაინუ...
TV Pirveli
მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა ევრომაიდანზე უკრაინულ ენაზე
Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил
Mikheil Saakashvili in Ukrainian "Zik" TV | მიხეილ სააკაშვილ...
Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил
გია ვოლსკი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სააკაშვილის სასამართლო პროცესი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster