უკრაინულ გამოცემაში გამოქვეყნებული ჩანაწერი
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი უარს ამბობს, კომენტარი გააკეთოს იმ ჩანაწერზე, რომელიც უკრაინულმა გამოცემა „ობოზრევაწელმა“ გამოაქვეყნა. ჩანაწერში, სადაც, სავარაუდოდ, სალომე სამადაშვილის ხმა ისმის, ყოფილი დიპლომატი ერთ-ერთ პირს „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიის შემადგენლობაზე ესაუბრება და უკმაყოფილებას გამოთქვამს საარჩევნო სიის გამო, რადგან პარტიაში არ არის ახალი სახეები და სია, რომელიც მისი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა დააკომპლექტა, მისთვის როგორც პოლიტიკოსისთვის და ასევე როგორც ამომრჩევლისთვის, მისაღები არ არის. „ობოზრევაწელმა“ გუბაზ სანიკიძისა და თემურ ალასანიას საუბრის ჩანაწერიც გამოაქვეყნა. აღნიშნულ ჩანაწერებზე „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ კომენტარი არ გაუკეთებია. სალომე სამადაშვილმა ფეისბუქის გვერდზე დაწერა, რომ ჩანაწერების გავრცელება ნიშნავს იმას, რომ ხდება უკანონო მოსმენა და ის ამის შესახებ ინფორმაციას დიპლომატიურ მისიებს მიაწვდის. არჩევნების შედეგებსა და ოპოზიციის ბოიკოტზე ისაუბრა „ქართული ოცნების“ სიის მეოთხე ნომერმა, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“. თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ პარტიებმა, რომლებიც ბოიკოტს გამოუცხადებენ პარლამენტს, ბიუჯეტიდან დაფინანსება აღარ უნდა მიიღონ. თეა წულუკიანის თქმით, არჩევნებზე გაყალბებას ადგილი არ ჰქონია, დაფიქსირდა მხოლოდ ტექნიკური ხარვეზები. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
უკრაინულ გამოცემაში გამოქვეყნებული ჩანაწერი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომის მეათე დღე უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სახელმწიფო ღალატის ბრალდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინულ გამოცემაში გავრცელებული ჩანაწერები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
13 ოქტომბრის მედია.Torre
Merani TV
მიხეილ სააკაშვილის უკრაინულ გამოცემა, „უკრაინსკაია პრავდასთვ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქართულ-უკრაინული გამოფენა საერთაშორისო ბიენალეებზე
culturegovge culturegovge
უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster