ქართულ-უკრაინული გამოფენა საერთაშორისო ბიენალეებზე
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ქართულ-უკრაინული გამოფენა - „ფიქრის ფორმის მანიფესტი - გაუჩინარების გზა“ 2015 წლის 2-30 სექტემბერს, სტამბულის საერთაშორისო ხელოვნების მე-14-ე ბიენალეს პარალელური პროგრამის ფარგლებში და კიევის ბიენალეზე, (8 სექტემბერი-1 ნოემბერი) იქნება წარმოდგენილი. სტამბულის საერთაშორისო ხელოვნების მე-14-ე ბიენალეს თემაა „SALTWATER a Theory of Thought Forms” – („ზღვის წყალი - ფიქრის ფორმის თეორია“), კიევის ბიენალესი კი - „The School of Kyiv“ (კიევის სკოლა). ქართული გამოფენის იდეის ავტორი ცნობილი ავსტრიელი კურატორი გეორგ შოლჰამერია, რომელიც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მოწვევით, თბილისს 2-4 ივნისს სტუმრობდა. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გეორგ შოლჰამერი სხვადასხვა სახელოვნებო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, კურატორებს და ხელოვანებს შეხვდა, 100-ზე მეტი არტისტის პორტფოლიოს გაეცნო და არჩევანი 3 ქართველ არტისტზე - ანა ჩადუნელზე, თამარ ჭაბაშვილზე და უტა ბექაიაზე შეაჩერა. პარალელურად, ქართულ-უკრაინულ გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად არტისტები შეირჩნენ უკრაინიდანაც - ანა ზვიაგენცევა და ლადა ნაკონეჩნა. http://www.culture.gov.ge/ / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
ქართულ-უკრაინული გამოფენა სტამბულისა და კიევის საერთაშორისო...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
,,ეგრისობა 2018''
Senaki City hall - სენაკის მუნიციპალიტეტის მერია
,,ეგრისობა 2018'' | ,,ეგრისობის’’ დღესასწაული ნოქალაქევში
Senaki City hall - სენაკის მუნიციპალიტეტის მერია
„თბილისის წიგნის დღეები“ 2016
culturegovge culturegovge
ქართულ-უკრაინული გამოფენა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მარინა კარპის პირველი თბილისური გამოფენა და ჯგუფ "მგზავრების...
Music Box
#მოამბე 21 საათზე, 18 ოქტომბერი, 2022 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
Mutant Radio, Dancing on Architecture უკრაინის მხარდასაჭერად
Litagora