„თბილისის წიგნის დღეები“ 2016
17 ნოემბერს, „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში საბავშვო წიგნის ილუსტრაციისა და წიგნის ხელოვნების მე-3 საერთაშორისო ფესტივალი „თბილისის წიგნის დღეები“ გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრო. 17-20 ნოემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის, წიგნის ხელოვნების ცენტრისა და ექსპო ჯორჯიას ორგანიზებით, ექსპო ჯორჯიას მე-4, მე-5, მე-6 და მე-11 პავილიონები „თბილისის წიგნის დღეებს“ უმასპინძლებს. ტრადიციულ წიგნის ბაზრობასთან ერთად, მეოთხე და მეხუთე პავილიონებში ილუსტრაციის, სურათებიანი წიგნისა და ფოტო-არტ წიგნის საერთაშორისო გამოფენები მოეწყობა. წიგნის დღეების ფარგლებში, მოეწყობა ორი ყველაზე პრესტიჟული კონკურსის გამოფენა: „ბოლონიის ილუსტრატორთა გამოფენა“ და „ნამის კუნძულის საერთაშორისო გამოფენა“; წარმოდგენილი იქნება ბოლონიის საბავშვო წიგნის პრემიისთვის შერჩეული საუკეთესო წიგნებიც. „თბილისის წიგნის დღეები“ ასევე მასპინძლობს „ქართული ხალხური ზღაპრის ილუსტრაციის გამოფენას“, თითოეული ნამუშევარი „ქართული ზღაპრის ანთოლოგიაში“ შევა და მას წამყვანი შვეიცარული გამომცემლობა NordSüd, წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდჭერით, გერმანულენოვანი ბაზრისთვის, 2017 წელს გამოსცემს. ფესტივალის ფარგლებში, დამთვალიერებელი წელს დაარსებული, უკრაინულ-ქართული ფოტოწიგნის კონკურსის ნამუშევრებსაც იხილავს, ასევე არტ წიგნების გამოფენას ბულგარეთიდან და უკრაინიდან. წლევანდელ გამოფენაზე 50-მე მონაწილე იქნება წარმოდგენილი. „თბილისის წიგნის დღეები“ 2016-ის პარტნიორები და მხარდამჭერები: კულტურის სამინისტრო, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი, ბულგარეთის საელჩო, იტალიის საელჩო, ასოციაცია არტ კავკასია, ბოლონიის წიგნების ბაზრობა, ნამის საბავშვო ილუსტრაციების ფესტივალი (კორეა), უკრაინის ფოტოალტერნატივა. http://culture.gov.ge/
მსგავსი ვიდეოები
თბილისის წიგნის დღეები 2016
რეალური სივრცე
"პიკის საათი" 17.11.16 თბილისის წიგნის დღეები 2016
Georgian Public Radio
თბილისის წიგნის დღეები და გამოფენები პრესტიჟული კონკურსებიდა...
შუადღე GDS / shuadge GDS
თბილისის წიგნის დღეები – ქრისტიენ რააბე / Tbilisi Book Days...
The Book Art Center Tbilisi
თბილისის წიგნის დღეები – ჰენდრიკ ჰელიგე / Tbilisi Book Days...
The Book Art Center Tbilisi
თბილისის წიგნის დღეები – ტომ სხამპი / Tbilisi Book Days -Tom...
The Book Art Center Tbilisi
თბილისის წიგნის დღეები – როჯერ მელო / Tbilisi Book Days - Ro...
The Book Art Center Tbilisi
„ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში ფესტივალი „თბილისის წიგნის...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster