Mutant Radio, Dancing on Architecture უკრაინის მხარდასაჭერად

24.04.2022 04:17

გამოიწერეთ ლიტაგორას არხი სადაც ყოველკვირეულად პოპულარული კულტურის შესახებ მინიმუმ ერთი ახალი ვიდეოს ნახვის შესაძლებლობა გექნებათ. 16-17 აპრილს, ქართველი მუსიკალური ჟურნალისტებისა და სელექტორების კოლექტივმა, Dancing On Architecture-მა, Mutant Radio-ს ფიზიკურ და ონლაინ სივრცეებში 20 საათიანი მუსიკალურ მარათონს და სოლიდარობის აქცია „Sounds Of Ukraine” წარმოგვიდგინა. ორი დღის განმავლობაში Mutant Radio-ს სივრცე დაეთმო უკრაინულ მუსიკას. გარდა მუსიკალური ნაწილისა, ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იყო ქართველი ვიზუალური ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, საიდანაც შემოსული თანხა სრულიად გადაირიცხა უკრაინაში, კრიზისით დაზარალებულ ბავშვთა დახმარების ფონდში. ვიდეო: დათო ლობჟანიძე მუსიკა: DivKid - Rich in the 80s DivKid - Polaroid Memories Joel Cummins - Robots and Aliens Facebook   / litagora   Instagram   / litagoramagazine   Web https://litagora.ge/

გაზიარება: