სააკაშვილის სასამართლო პროცესი

22.12.2022 08:54

რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის პირველი გამოჩენა სასამართლო პროცესზე.
საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომას ყოფილი პრეზიდენტი დღეს დისტანციურად და მხოლოდ რამდენიმე წუთით დაესწრო. სიტყვით გამოსვლა ამჯერად არ ყოფილა - ექს-პრეზიდენტი უკრაინულ ენაზე მიმართვას ცდილობდა. აქციის ფონზე მიმდინარე პროცესის დროს სიტუაცია დარბაზში რამდენჯერმე გამწვავდა. პატიმრობის დროს შეძენილი და პროგრესირებადი დემენცია - ეს არის ამერიკელი ექსპერტ-ფსიქიატრის მიერ დასახელებული დიაგნოზი, რომლის საფუძველზე ერიკ გოლდსმიტი სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას და უცხოეთის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს. ექსპერტი, რომელიც დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მოწმეა, პოსტ-ტრავმული აშლილობის გამწვავებას პროგნოზირებს და ლეტალურ შედეგსაც არ გამორიცხავს. სასჯელის გადავადების შუამდგომლობის განხილვა მომდევნო კვირას, სავარაუდოდ ადგილობრივი ექიმების გამოკითხვით გაგრძელდება.
შემდეგი პროცესი 29 დეკემბერს ჩაინიშნა. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Mankanebi