ორი მილიონი ლარის საქმე

02.03.2019 07:34

ქუთაისში სოციალური საცხოვრისის მშენებლობის დროს აღმოჩენილ დარღვევებზე  და დაუსაბუთებლად გახარჯულ 2 მილიონი ლარის საქმეზე გამოძიება სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დაიწყო. მშენებლობაზე გამოცხადებული კონკურსის პირობების კონკრეტულ ადამიანზე მორგება, სამუშაოების უხარისხოდ შესრულება და საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვა - აუდიტის სამსახური საქმეში სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნებზე საუბრობს.

დასკვნის მიხედვით, საცხოვრისის მშენებლობისთვის საკრებულოს მიერ გამოყოფილ 4 მილიონზე მეტი ლარიდან, თითქმის ნახევარი დაუსაბუთებლად დაიხარჯა. თავად სოციალურ საცხოვრისში უმძიმესი პირობებია და იქ მცხოვრები მოქალაქეები სხვა შენობაში სასწრაფო გადაყვანას ითხოვენ. ისინი შენობაში 2017 წლის სექტემბერში შეასახლეს.


ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
BacklinkLog