„ფრეგოს“ მფლობელი დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, დღგ-ს ყალბი აქტივების შექმნასა და გამოყენებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე, ორი პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, დაკავებულია კვიპროსში რეგისტრირებული ნავთობპროდუქტების კომპანია ვაის ლინკ ჰოლდინგის მფლობელი და ამავე კომპანიის წარმომადგენელი საქართველოში, რომლებიც თავის მხრივ, სრულად წარმართავენ საქართველოში რეგისტრირებული ნავთობპროდუქტების კომპანიების - შპს „ფრეგოსა“ და შპს „გლობალ-ბითუმის|“ საქმიანობას. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები დანაშაულებრივ კავშირში შევიდნენ დიდი ოდენობით დღგ-ს ყალბი აქტივის მქონე საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიასთან, რომლებმაც განუბაჟებელი საწვავი ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გამოყენებით ფიქტიურად გადააწერეს ყალბი აქტივის მქონე კომპანიას, რითიც თავი აარიდეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადს. საერთო ჯამში, ჩადენილი დანაშაულის შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტისათვის მიყენებული ზიანმა, 2 მილიონ 837 ათას ლარს გადააჭარბა. „ფრეგოს“ საქმეზე განცხადება გაავრცელა ბიზნესომბუდსმენმა. „ფრეგოს ქეისი უკავშირდება ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება–გამოყენებას და აღნიშნულს ბიზნესზეზეწოლის კონტექსტი არ აქვს“- ნათქვამია განცხადებაში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ფესტივალი "თბილისის რიტმი" ჯგუფი 33ა-ს კონცერტით დაიხურა
Music Box
"ფრეგოს" დამფუძნებელი გიორგი თოფჩიშვილი დაკავებულია
Maestro Television
„ფრეგოს“ დამფუძნებელი სახელმწიფოს მხრიდან ზეწოლაზე ალაპარაკდ...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
ფრეგოს სარეკლამო რგოლი
Frego LTD
“ფრეგოს” საქმე - “ფრეგო“ დაყადაღებულია-დაკავებულია გიორგი თო...
Business Media Georgia
ფრეგოს 65-ე ავტოგასამართი სადგური გაიხსნა
Frego LTD
ფრეგოს საქმე - ათეულობით მლნ ლარის ზიანი სახელმწიფოს - ყალბ...
Business Media Georgia
ფრეგოს გენ. დირექტორი რუსუდან რამაზაშვილი
Frego LTD