ლუკაშენკოს მხარდამჭერი აქცია გაიმართა
პრეზიდენტის საწინააღმდეგო აქციის პარალელურად მიმდინარეობდა ალექსანდრე ლუკაშენკოს მხარდამჭერიც აქციაც, რომელზეც ბელარუსის პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა. სამთავრობო მიტინგი ბელარუსის დედაქალაქში, დამოუკიდებლობის მოედანზე, მთავრობის სახლთან გაიმართა. ლუკაშენკომ შეკრებილებს მიმართა და აღნიშნა, რომ ის მოედნებისa და მიტინგების მომხრე არ არის, თუმცა, იძულებული გახდა, რომ მხარდამჭერები მიტინგზე შეეკრიბა. ლუკაშენკოს თქმით, არჩევნები შედგა, რადგან არ შეიძლება 80%-ზე მეტი ფალსიფიცირებული იყოს. მისივე თქმით, განმეორებითი არჩევნების ჩატარება ქვეყანას დაღუპავს. მან ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობაში კვლავ გარე ძალები დაადანაშაულა, ხოლო მის წინააღმდეგ ქუჩებში გამოსულ დემონსტრანტებს მართული უწოდა. „წავალთ არჩევნებზე – დავიღუპებით და სწორედ ეს სურთ იქ, საზღვარგარეთ. ვის სურს ახალი არჩევნები, ფანჯრიდან გაიხედეთ! ნატო-ს ჯარი დგას ჩვენს საზღვრებთან“, - განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა. მიტინგზე მისვლამდე ალექსანდრ ლუკაშენკო ტელეფონით რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ესაუბრა.ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ბელარუსში დაკავებული ჟურნალისტის მხარდამჭერი აქციები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საპროტესტო გამოსვლები მინსკში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება ბელარუსში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება ბელარუსში - ლუკაშენკოს პასუხი ევროკავშირს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრი თ...
TV IMEDI
#მოამბე 21 საათზე, 4 ივნისი, 2021 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსები და ბელარუსები საქართველოში, ახალი ემიგრანტები. JAMnew...
JAMnews ქართულად
"ლუკაშენკოს სჭირს ის რაც ყველა დიქტატორს" - სანიკიძე და გელბ...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia