ბელარუსში დაკავებული ჟურნალისტის მხარდამჭერი აქციები

30.05.2021 00:35

ბელარუსში დაკავებული რომან პროტასევიჩის მხარდამჭერი აქციები გაიმართა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ლიეტუვის დედაქალაქში გამართულ აქციას ბელარუსი ოპოზიციონერი, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, სვეტლანა ციხანოვსკაია შეუერთდა. ვილნიუსში დემონსტრაციაში რამდენიმე ასეული ადამიანი მონაწილეობდა. აქციის მონაწილეებს დაკავებული ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩის და მისი მეგობრის, რუსეთის მოქალაქე სოფია საპეგას ფოტოები ეჭირათ. ბელარუსი ხალხისადმი სოლიდარობისა და ლუკაშენკოს საწინააღმდეგო დემონსტრაციები ასევე გაიმართა ირლანდიაში, პოლონეთში, აშშ-სა და კანადაში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო