#მოამბე 21 საათზე, 26 მაისი, 2021 #LIVE

26.05.2021

• 103 წელი საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან - ქვეყანა უმნიშვნელოვანეს თარიღს აღნიშნავს; ცერემონია დედაქალაქის მთავარ მოედანზე, საერთაშორისო საზოგადოების მილოცვა საქართველოს და სიმბოლური ღონისძიებები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

• საქართველოს პირველი რესპუბლიკის უკანასკნელი მთავარსარდლის, გიორგი კვინიტაძის ნეშტი ნახევარი საუკუნის შემდეგ მშობლიურ მიწას მიაბარეს - დაუმარცხებელი გენერლის განვლილი გზა და ეროვნული გმირის ნეშტის სამშობლოში დაბრუნება

• მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხი ახალი წევრი ხმაურის ფონზე აირჩია - ოპოზიცია პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. პროტესტი გადაწყვეტილების მიმართ და იუსტიციის საბჭოს არგუმენტები

• თვითმფრინავის ბორტზე დაკავებული ბელარუსი ჟურნალისტი კვლავ პატიმრობაში რჩება - რომან პროტასევიჩის დედა დახმარებას საერთაშორისო საზოგადოებას სთხოვს; დასავლეთის მწვავე განცხადებები და პრეზიდენტ ლუკაშენკოს პასუხი ოვალური დარბაზიდან

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Compania