ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი გადაცემაში „იმედი LIVE“
▪თეა წულუკიანი ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლაზე: ეს არის დაუშვებელი ფაქტი, ვინაიდან ეს არ არის მხოლოდ უკანონობა, ეს არის ის, რასაც ჩვენი სახელმწიფო უბრალოდ ვერ შეიწყნარებს ▪თეა წულუკიანი რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შესვლაზე: პანიკისა და ისტერიკისთვის არავითარი საფუძველი არ არსებობს - მათი უმრავლესობის მიზანი სულაც არ არის აქ ცხოვრება ▪„ის, ვინც შეიძლება ქვეყნისთვის უსაფრთხო არ იყოს, საქართველოში ვერც შემოდის“ ▪თეა წულუკიანი ელენე ხოშტარიაზე: სჯობს, ქალბატონმა ხოშტარიამ თავის რუბლებს მიხედოს - ფაქტია, რომ ვერ ჩამოყალიბდა პოლიტიკოსად და ჩამოყალიბდა რაღაც ტიპის პერსონაჟად ▪თეა წულუკიანი კეზერაშვილზე: მაშინ, როცა მას ძალიან დიდი მხარდაჭერა ჰქონდა, არ ჩამოყალიბდა პოლიტიკოსად და მოლარედ დარჩა - არ მგონია, რომ ის პარტიას ჩაუდგება სათავეში და ლიდერობას შეძლებს ▪„კოლექტიური ხოშტარიები, რომლებიც პოლიტიკოსებად ვერ ჩამოყალიბდნენ, არ მგონია, რომ ახალ პოლიტიკურ პროცესს ჩაუყრიან სათავეს“ ▪„მელიამ ვერ შეძლო, „ქართული ოცნების“ საპირწონე ოპონენტად ჩამოყალიბებულიყო“ ▪„რადიკალური ოპოზიცია თვითონ ვერ გაერკვა, რა უნდა; მათი ლიდერი დღეს არის მაჭუტაძე კაცებში და ქალებში - თამარ ჩარკვიანი“ ▪„ოპოზიცია არის ფასდაუდებელი რესურსი, რომელიც ჩვენ არ გვყავს“ ▪„არასამთავრობო ორგანიზაციების კონკრეტული ჯგუფები ცდილობენ, როგორმე, ხელისუფლება გადააყირავონ“ ▪„ვფიქრობ, ჩვენმა პარლამენტმა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი მაინც უნდა მიიღოს“ ▪თეა წულუკიანი ე.წ გამქრალ ექსპონატებზე: 2 600-ზე მეტი ექსპონატია გამქრალი, მიზეზი, ალბათ, უნდა თქვან მათ, ვის ხელშიც იყო ეროვნული მუზეუმების გაერთიანება - ინფორმაცია პროკურატურას გადაეგზავნება; კარგი ისაა, რომ გარკვეული რაოდენობის ექსპონატი მოვიძიეთ და დავაბრუნეთ ▪„ჩვენ დღეს მუზეუმში გვყავს „ხუთოსნები“, ისინი, ვინც დაგლახავებულ ხუთიანს ხაზავენ - ღიად ვამბობ, მთავარი კრიტერიუმია, რომ ადამიანი თავისი საქმის არა მხოლოდ პროფესიონალი, არამედ ერთგული უნდა იყოს, მაგრამ კომპეტენტური ადამიანები ტილოებს არ კარგავენ“ ▪„მუზეუმებში ძალიან ჯანსაღი პროცესი მიმდინარეობს“ ▪„ქართული სპორტი კარგ ფორმაშია, მედლების უკან ტიტანური შრომა და სახელმწიფოს საკმაოდ დიდი დაფინანსება დგას - სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსება უნდა გაგრძელდეს“ ▪„კი ბატონო, ის ადამიანი, ვინც ჩემზე დასარტყმელად გაიწია, არის კრივის ფედერაციის ხელმძღვანელი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ქმედება ჩემს განწყობაში გადამაქვს - მათ წელს იმხელა შედეგები აჩვენეს, რომ მხოლოდ მადლობას იმსახურებენ“ ▪ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი გადაცემაში „იმედი LIVE“ ყველა სიახლე იხილეთ ჩვენს ოფიციალურ ვებ-გვერდზე https://www.imedi.ge/ge/shows/83/imed... ტელეკომპანია "იმედის" ოფიციალური Facebook გვერდი / tvimediofficial © Teleimedi LLC 2022
მსგავსი ვიდეოები
კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი გა...
TV IMEDI
თეა წულუკიანი: ადამიანი, რომელმაც ჩემზე დასარტყმელად გაიწია,...
TV IMEDI
ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი...
TV IMEDI
თეა წულუკიანი გადაცემაში „იმედი LIVE“
TV IMEDI
თეა წულუკიანი გადაცემაში „იმედი LIVE“
TV IMEDI
თეა წულუკიანი გადაცემაში „იმედი LIVE“
TV IMEDI
ინტერვიუ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრთან თეა...
TV IMEDI
ინტერვიუ თეა წულუკიანთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster