თეა წულუკიანი გადაცემაში „იმედი LIVE“

27.07.2022 32:29

▪„ბიძინა ივანიშვილი სწორად აფასებს იმ ნაბიჯებს, რომლებიც ჩვენმა მთავრობამ და პარლამენტმა ომის ასაცილებლად გადადგა“ ▪„მთავარი ისაა, რომ შეხვედრის მონაწილემ დღეს დაადასტურა შეხვედრა, მეორე მონაწილემ - ქალბატონმა ელჩმა ეს კითხვა თავიდან აიცილა, თუმცა, პირველ რიგში, მას ეკუთვნის სიტყვა, მით უმეტეს, თავად მას მოუთხოვია შეხვედრა“ ▪„ვერ ვიტყოდი, რომ სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობები დაზიანებულია - ძალიან დიდხანს ნაშენი ურთიერთობები, ქვეყნის შიგნიდან, არავის უნდა დავაზიანებინოთ“ ▪თეა წულუკიანი რეკომენდაციების შესრულებაზე: ვერავის ვაიძულებთ პროცესში ჩართვას - ეს ორი თვე ძალიან აქტიურია, თუმცა უმრავლესობას სჭირდება, ოპოზიციას ემუდაროს, რომ პროცესში ჩაერთოს ▪„რადიკალურ ოპოზიციას არც ევროპა სურს და არც „შინ ევროპისკენ“, მათ სურთ დესტრუქცია, რევოლუცია, ეს არ გამოსდით და აგრესიულები ხდებიან“ ▪„პრეზიდენტმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ევროინტეგრაციის გზაზე, როდესაც ვერდიქტს ველოდით, მაქსიმალურად დაზიანებულები გამოვსულიყავით“ ▪„საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც ძალიან გვჭირდებოდა და ძალიან გვჭირდება, გვერდით აღარ გვყავს“ ▪თეა წულუკიანი დავით არახამიაზე: ამ ადამიანს სერიოზულად მართლა ვერ აღვიქვამ, ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული გვარის ადამიანი ასე იქცევა იმ ქვეყანაში, რომელსაც, ალბათ, დღეს მსოფლიოში ყველაზე მეტად უჭირს - სამშობლოსადმი, რომელმაც ის შვა, ზიზღით გამოირჩევა ▪„სექტემბერში დამწიფდება ყურძენი, არ მგონია, რაიმე სხვა მოხდეს, ცუდი არაფერი მოხდება, ამ ქვეყანაში რევოლუციას ვერავინ მოახდენს“ ▪„ყველაზე მნიშვნელოვანია, ხელისუფლებაში აირჩიო ის ადამიანი, რომელიც სამშობლოს არ გაყიდის“ ▪თეა წულუკიანი ნიკა მელიას განცხადებაზე: იმედი უნდა ჰქონდეს, რომ ვინც ახლა დაიბადა, ყველა „ნაცებს“ მისცემს ხმას, მაგრამ ამისთვის, 18 წელი უნდა დაიცადოს, თუ იქამდე „ნაციონალური მოძრაობა“ გადარჩა ▪ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი გადაცემაში „იმედი LIVE“ ყველა სიახლე იხილეთ ჩვენს ოფიციალურ ვებ-გვერდზე https://www.imedi.ge/ge/shows/83/imed... ტელეკომპანია "იმედის" ოფიციალური Facebook გვერდი   / tvimediofficial   © Teleimedi LLC 2022

გაზიარება: