თეა წულუკიანი გადაცემაში „იმედი LIVE“

29.06.2022 14:12

▪„ვატიკანიდან მიღებული შეფასებებიდან და იმის მიხედვით, რაც საქართველოსი ხდება, ალბათ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ მოვლენამ ყველა განსხვავებული აზრის მქონე საზოგადოების გაერთიანება შეძლო ერთი იდეის გარშემო“ ▪„რომის პაპმა ბრძანა: „ილია მეორე ჩემი ძმა არის და მის მიერ შექმნილ მუსიკას ხშირად ვუსმენ, ილოცეთ ჩემთვის და იცოდეთ, რომ თქვენი კათოლიკოს პატრიარქი დიდი შემოქმედი და დიდი კომპოზიტორია““ ▪„ერთ-ერთი ყველაზე გონებამახვილური ხუმრობა, რომელიც დღეს აქ, ქართველებისგან მოვისმინე, იყო: „ევროკავშირში არ მიგვიღეს, მაგრამ ვატიკანში მიგვიღეს“ - ამ ხუმრობაში არის სიხარულიც, აღტაცებაც, ცოტა სევდაც, გულის ტკივილიც, მაგრამ ჩვენ ის ხალხი ვართ, რომელიც ომშიც მღეროდა, არამცთუ - წარუმატებლობის ჟამს და რომელიც სამართლიანად აფასებდა იმ წარმატების დოზას, რომელიც მას წილად ხვდებოდა“ ▪„ტელეკომპანია „იმედსა“ და ვატიკანის მოვლენების გაშუქებაზე: მინდა, თქვენს არხს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო შესანიშნავი ინფორმაციული მხარდაჭერისთვის, რომლის გარეშეც, ქართული საზოგადოება ამ ისტორიული მოვლენის შესახებ ვერც შეიტყობდა სათანადოდ“ ▪თეა წულუკიანი გადაცემაში „იმედი LIVE“ ყველა სიახლე იხილეთ ჩვენს ოფიციალურ ვებ-გვერდზე https://www.imedi.ge/ge/shows/83/imed... ტელეკომპანია "იმედის" ოფიციალური Facebook გვერდი   / tvimediofficial   © Teleimedi LLC 2022

გაზიარება: